ვერნახი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ვერნახიქართული აბორიგენული წითელყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში სამეგრელოდან.

ვაზის სახელწოდება ქართულად „ვენახს“ ნიშნავს.

ბოტანიკური აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზრდასრული ფოთოლი საშუალო ზომისაა, მომრგვალო, სამნაკვთიანი. ფოთლის ქვედა მხარის შებუსვა სქელი ქეჩისებრია. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი საშუალო ზომისაა, ცილინდრულ-კონუსური ფორმის, საშუალო სიკუმსის ან მეჩხერი. მარცვალი საშუალო ზომისაა, მომრგვალო, ოდნავ ოვალური ფორმის, შავი. რბილობი ძალიან წვნიანია.

ვერნახი საშუალო ზრდისა და უხვმოსავლიანია. სრულ სიმწიფეში ოქტომბრის პირველ ნახევარში შედის. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 17-18%-ს, მჟავიანობა — 8.8-9.2 გ/ლ-ს.

მიიღება სუფრის წითელი მშრალი ღვინო.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 125-126