ჩემპიონი (ვაზის ჯიში)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ჩემპიონიქართული წითელყურძნიანი სელექციური საღვინე ვაზის ჯიში.

1950 წელს გამოყვანილია საქართველოს მებაღეობა-მევენახეობისა და მეღვინეობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის თელავის საცდელ ბაზაზე ვასილ ლოლაძის მიერ. მშობელ წყვილებად გამოყენებულია საფერავი და ალიგოტე.

ბოტანიკური აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზრდასრული ფოთოლი საშუალო ზომისაა, მომრგვალო, ხუთნაკვთიანი, საშუალოდ დანაკვთული. ფოთლის ქვედა მხარე სუსტი აბლაბუდისებრ-ჯაგრისებრი შებუსვით. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი საშუალო ზომისაა, ცილინდრული ან ცილინდრულ-კონუსური ფორმის, კუმსი ან საშუალო სიკუმსის. მარცვალი საშუალო ზომისაა, მრგვალი, მუქი-ლურჯი. რბილობი საშუალო სიმკვრივისაა, საშუალოდ წვნიანი. წვენი ვარდისფერია.

ჩემპიონი სრულ სიმწიფეში სექტემბრის მეორე ნახევარში შედის. ვაზი საშუალო ზრდისა და მაღალმოსავლიანია. საჰექტარო მოსავლიანობა 9.3-10.0 ტონაა. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 25%-ს, ხოლო მჟავიანობა — 9.2-გ/ლ-ს.

ჯიში პერსპექტიულია ვარდისფერი ცქრიალა და სუფრის წითელი მშრალი ღვინის დასამზადებლად.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 562