ღარიბა მეჩხერმტევნიანი
იერსახე
ღარიბა მეჩხერმტევნიანი — ქართული აბორიგენული წითელყურძნიანი სასუფრე-საღვინე ვაზის ჯიში ქართლიდან.
ღარიბა შავის ერთ-ერთი ვარიაციაა.
ბოტანიკური აღწერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ეს ვარიაცია შავი ღარიბასგან ყვავილის თავისებურებითა და მტევნის ფორმით განსხვავდება. მისი მტვრის დიდი პროცენტი განაყოფიერების უნარს მოკლებულია, რაც ყვავილცვენას იწვევს. ამ ვარიაციის მტევანი ფორმითა და ზომით უახლოვდება ჩვეულებრივი ღარიბას მტევანს, მაგრამ ძალიან მეჩხერია.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 391