შინაარსზე გადასვლა

დონდღლაბი მწვანე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

დონდღლაბი მწვანექართული აბორიგენული თეთრყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში იმერეთიდან.

ზრდასრული ფოთოლი საშუალო ზომისაა, მომრგვალო, სამნაკვთიანი. ფოთლის ქვედა მხარე ქეჩისებრ სქლადაა შებუსული. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი საშუალო ზომისაა, კონუსური, საშუალო სიკუმსის ან კუმსი. მარცვალი საშუალო ზომისაა, მომრგვალო, მწვანე, კანი მკვრივი აქვს, რბილობი — წვნიანი.

დონდღლაბი მწვანე საშუალო ზრდისა და უხვმოსავლიანია. სავეგეტაციო პერიოდი დაახლოებით 173 დღეა. სრულ სიმწიფეში ოქტომბრის შუა რიცხვებში შედის. მტევნის წონა საშუალოდ 140 გრამია, საჰექტარო მოსავლიანობა კი 10.0 ტონა. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში შაქრიანობა აღწევს 19-20%-ს, მჟავიანობა — 6-7 გ/ლ-ს.

მიიღება საკმაოდ ხალისიანი სუფრის თეთრი ღვინო.

  • უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 108