შონური

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

შონურიქართული აბორიგენული წითელყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში სამეგრელოდან.

ჯიშის სახელწოდება „სვანურს“ ნიშნავს. აფხაზეთში კი ამ ჯიშს „აშვანუაჟს“ ანუ „სვანურ ყურძენს“ ეძახიან.

სამეგრელოშო შონურს „ოჯალეშსაც“ უწოდებენ, რადგანაც ამ ორ ჯიშს შორის დიდი მსგავსებაა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, შონური და ოჯალეში დამოუკიდებელი და განსხვავებული ჯიშებია. ოჯალეშისგან განსხვავებით შონურს მდედრობითი სქესის ყვავილი აქვს და ამიტომაც მათ განსასხვავებლად შონურს დამატებით „შონური მდედრობითი“ დაარქვეს.

ბოტანიკური აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზრდასრული ფოთოლი დიდი ზომისაა, მომრგვალო, სამნაკვთიანი, თითქმის მთლიანი. ფოთლის ქვედა მხარე საშუალოდაა შებუსული აბლაბუდისებრ-ჯაგრისებრისად. მტევანი მცირე და საშუალო ზომისაა, კონუსური ფორმის. თხელია ან საშუალო სიკუმსის. მარცვალი საშუალო ზომისაა, მომრგვალო, მუქი ლურჯი. კანი სქელი და მკვრივი აქვს, ცვილისებრი ფიფქით უხვად დაფარული. რბილობი წვნიანია. წიპწები გარსშია მოქცეული. წვენი — შეფერილია, გემო — სასიამოვნო.

შონური საშუალო ზრდისა და საშუალოზე მაღალმოსავლიანია. სავეგეტაციო პერიოდი კვირტის გაშლიდან სრულ სიმწიფემდე 180-200 დღეა. სრულ სიმწიფეში ოქტომბრის მეორე ნახევარში შედის. მტევნის წონა 90-100 გრამია, საჰექტარო მოსავლიანობა კი 8.0-10.0 ტონა. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 19-21%-ს, ხოლო მჟავიანობა — 10-12 გ/ლ-ს.

გამოიყენება სუფრის წითელი მშრალი ღვინის დასამზადებლად.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 420