შინაარსზე გადასვლა

ურიშულა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ურიშულაქართული აბორიგენული წითელყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში რაჭა-ლეჩხუმიდან.

ძველად შედარებით მეტად ყოფილა გავრცელებული რაჭა-ლეჩხუმში.

ზრდასრული ფოთოლი პატარა ან საშუალო ზომისაა, მომრგვალო, სამ-ხუთნაკვთიანი. ფოთლის ქვედა მხარე თხლადაა ქეჩისებრად შებუსული. აბლაბუდისებრი შებუსვა შედარებით ადვილად შორდება და რჩება თხელი ჯაგრისებრი შებუსვა. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი მცირე ზომისაა, კონუსური, ზოგჯერ ცილინდრულ-კონუსური ან ცილინდრული ფორმის, ფრთიანი, ძლიერ კუმსი. მარცვალი საშუალო ზომისაა, ზოგჯერ პატარა, მრგვალი ან მომრგვალო. მუქი წითელია ან მოწითალო. კანი სქელი და მკვრივი აქვს, ცვილისებრი ფიფქით უხვად დაფარული. რბილობი წვნიანია, წვენი — შეუფერავი.

ურიშულა საშუალო ზრდისა და საშუალომოსავლიანია. სავეგეტაციო პერიოდი კვირტის გაშლიდან სრულ სიმწიფემდე 150 დღეა. სრულ სიმწიფეში სექტემბრის შუა რიცხვებში შედის. მტევნის წონა საშუალოდ 100 გრამია, საჰექტარო მოსავლიანობა კი 6.7 ტონა. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 17-28%-ს, ხოლო მჟავიანობა — 7.5-11 გ/ლ-ს.

გამოიყენება სუფრის წითელი მშრალი ღვინის დასამზადებლად.

  • უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 361-362

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]