ჭითაში

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ჭითაშიქართული აბორიგენული წითელყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში სამეგრელოდან.

ჭითაში მეგრულად „წითელს“, „წითლისა“-ს ნიშნავს. ამ ვაზს ფერის მაუწყებელი სახელი ჰქვია.

ბოტანიკური აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზრდასრული ფოთოლი საშუალო ზომისაა, მომრგვალო, სამნაკვთიანი. ფოთლის ქვედა მხარ-ქეჩისებრად სქლადაა შებუსული. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი საშუალო ზომისაა, ცილინდრულ-კონუსური ფორმის, საშუალო სიკუმსის. მარცვალი საშუალო ზომისაა, მომრგვალო, შავ-მოწითალო ელფერით. კანი სქელი და მკვრივი აქვს, ცვილისებრი ფიფქით ოდნავ დაფარულ-რბილობი ხორციანი და წვნიანია, წვენი შეუფერავია, გემო — ტკბილი.

ჭითაშის სავეგეტაციო პერიოდი კვირტის გაშლიდან სრულ სიმწიფემდე 205-208 დღეა. სრულ სიმწიფეში ოქტომბრის მეორე ნახევარში შედის. მტევნის საშუალო წონა 138 გრამია, საჰექტარო მოსავლიანობა კი 6.5-7.5 ტონა. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 19.5-20%-ს, ხოლო მჟავიანობა — 8.1-8.7 გ/ლ-ს.

ჭითაში გამოიყენება სუფრის წითელი, მშრალი ღვინის დასამზადებლად. ღვინო მიიღება მსუბუქი, საკმაოდ ჰარმონიული, მომეტებული და სასიამოვნო სიმჟავით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 494-495