მაჩანოური

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მაჩანოური, მაჩანაურიქართული აბორიგენული წითელყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში იმერეთიდან.

საკმაოდაა გავრცელებული ზემო იმერეთში, ძირითადად საჩხერის სოფლებში: ჩიხა, ორგული, სხვიტორი და სხვა.

ბოტანიკური აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზრდასრული ფოთოლი საშუალო ზომისაა, მომრგვალო ფორმის, ხუთნაკვთიანი. ფოთლის ქვედა მხარე ქეჩისებრადაა შებუსული. ყვავილი მდედრობითია. მტევანი საშუალო ზომისაა, კონუსური ან ცილინდრულ-კონუსური ფორმის, მხრიანი, საკმაოდ მეჩხერი. მარცვალი საშუალო ზომისაა, მომრგვალო, შავი ფერის. კანი სქელი და უხეში აქვს, ცვილისებრი ფიფქით უხვად დაფარული. რბილობი წვნიანია.

სრულ სიმწიფეში ოქტომბრის პირველ ნახევარში შედის. მტევნის წონა 200-400 გრამია. საჰექტარო მოსავლიანობა კი 6.6 ტონა.

მაჩანოურის წითელი ღვინო ნაკლებად შეფერილია, მაგრამ საკმაოდ ჰარმონიული და სასიამოვნოდ მომჟავო.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 228