თათლიჟი
იერსახე
თათლიჟი (აფხ. Татлыжь[1]) — ქართული აბორიგენული წითელყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში აფხაზეთიდან.
ერთეული ძირებია შემორჩენილი აფხაზეთის ტერიტორიაზე.
ბოტანიკური აღწერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ზრდასრული ფოთოლი საშუალო ზომისაა, მომრგვალო, სამნაკვთიანი. ფოთლის ქვედა მხარე დაფარულია თხელ ქეჩისბრად. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი საკმაოდ მსხვილი და დიდია (18-20 სმ), ცილინდრულ-კონუსური ფორმის, დატოტვილი და თხელი. მარცვალი საშუალო ზომისაა, მომრგვალო, შავი. კანი სქელი და მკვრივი აქვს, ცვილისებრი ფიფქით ოდნავ დაფარული. რბილობი წვნიანია, წვენი — შეუფერავი.
თათლიჟი საშუალო ზრდისაა. სავეგეტაციო პერიოდი კვირტის გაშლიდან სრულ სიმწიფემდე 180-184 დღეა. სრულ სიმწიფეში ოქტომბრის ბოლოს შედის.
იძლევა სუფრის წითელ ღვინოს.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 143
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ жур. «Абаза», №2 (19), 01 декабря, 2015