შინაარსზე გადასვლა

ცოლიკოური უმოსავლო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ცოლიკოური უმოსავლო, ცოლიკოური მცვივანიქართული აბორიგენული თეთრყურძნიანი ვაზის ჯიში იმერეთიდან.

ცოლიკოურის ერთ-ერთი ვარიაციაა.

ცოლიკოური უმოსავლო (მცვივანი ფორმა) თავისი მორფოლოგიური თვისებებით ძალიან განსხვავდება ძირითადი ფორმისგან არა მხოლოდ მტევნისა და მარცვლების სიდიდით, არამედ ყვავილედით, რომელსაც ერთნახევარჯერ მეტი ყვავილი აქვს. ყვავილობის დროს ყვავილების უმეტესობა ცვივა და მტევნები ძირითადად განუვითარებელი (პართენოკარპიული) მარცვლებისგან და რამდენიმე სრულფასოვანი მარცვლისგან შედგება. ერთი ძირი ვაზის მოსავალი 200 გრამს არ აღემატება. საწარმოო თვალსაზრისით ნაკლებად საინტერესოა.

  • უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 453