ანანურა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ანანურაქართული აბორიგენული წითელყურძნიანი საღვინე-სასუფრე ვაზის ჯიში ანანურიდან.

მის ადგილწარმოშობას მისივე სახელი განაპირობებს — სოფელი ანანური.

ბოტანიკური აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზრდასრული ფოთოლი საშუალო ან დიდი ზომისაა, მომრგვალო ფორმის, დაუნაკვეთავი ან საშუალოდ დანაკვეთებული. ხუთნაკვეთიანია. ფოთლის ქვედა მხარე დაფარულია თხელი ჯაგრისებრ-აბლაბუდისებრი შებუსვით. ყვავილი მდედრობითი სქესის აქვს, მტევანი დიდი ზომის, მხრიანი, კონუსური ფორმის, საშუალო სიკუმსის. მარცვალი საშუალო ზომისაა, ოვალური, შავი ფერის, წვენი შეუფერავი.

ვაზი ძლიერი ზრდისაა. მიეკუთვნება სიმწიფის საშუალო პერიოდის სასუფრე-საღვინე ვაზის ჯიშს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 34