რაბათის წითელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

რაბათის წითელი, საღვინე წითელიქართული აბორიგენული წითელყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში მესხეთიდან.

ბოტანიკური აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზრდასრული ფოთოლი დიდი ზომისაა, მომრგვალო, თითქმის მთლიანი. სამ, იშვიათად ხუთნაკვთიანი. ფოთლის ქვედა მხარე დაფარულია თხელი აბლაბუდისებრი და ხშირი ჯაგრისებრი შებუსვით. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი საშუალო ზომისაა, ვიწროკონუსური ფორმის, კუმსი, იშვიათად კი ფრთიანი და თხელი. მარცვალი საშუალო ზომისაა, მომრგვალო, ზოგჯერ ოდნავ ოვალური^ მუქი ლურ^ი^ თითქმის შავი. კანი თხელი და მკვრივი აქვს. სქელი ცვილისებრი ფიფქით დაფარული. რბილობი წვნიანია. წვენი შეუფერავია. გემო მომჟავო-მოტკბო.

რაბათის წითელი საშუალო ზრდისაა. სავეგეტაციო პერიოდი კვირტის გაშლიდან სრულ სიმწიფემდე საშუალოდ 170 დღეა. სრულ სიმწიფეში ოქტომბრის მეორე ნახევრიდან შედის. მტევნის წონა 120-150 გრამია, საჰექტარო მოსავლიანობა კი 7.0 ტონა. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 18-19%-ს, ხოლო მჟავიანობა — 7.0-8.5 გ/ლ-ს.

გამოიყენება სუფრის წითელი მშრალი ღვინისა და საბრენდე სპირიტს მისაღებად.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 307