გაბეხაური შავი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

გაბეხაური შავი, გაბეხოურა შავი — ქართული აბორიგენული წითელყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში იმერეთიდან.

ბოტანიკური აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზრდასრული ფოთოლი საშუალო ზომისაა, მომრგვალო ან გულისმაგვარი ფორმის, სამნაკვთიანი ან თითქმის მთლიანი. ფოთლის ქვედა მხარე სქლადაა ქეჩისებურად შებუსული. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი საშუალო ზომისაა, ცილინდრული, იშვიათად კონუსური ფორმის, ზოგჯერ ფრთიანი, საშუალო სიკუმსის ან მეჩხერი. მარცვალი საშუალო ან საშუალოზე მცირე ზომისაა, სუსტად ოვალური, მომრგვალო, მუქი ლურჯი, შავში გარდამავალი. რბილობი მკვრივია და ხორციანი.

გაბეხაური შავი საშუალო ზრდისა და საშუალომოსავლიანია. სრულ სიმწიფეში ოქტომბრის ბოლოს შედის. ყურძნის სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 18-20%-ს, ხოლო მჟავიანობა — 7-8 გ/ლ-ს.

მიიღება სუფრის წითელი მშრალი ღვინო.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 91