დონდღლაბი შავი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

დონდღლაბი შავი — ქართული აბორიგენული წითელყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში იმერეთიდან.

ბოტანიკური აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზრდასრული ფოთოლი საშუალო ზომისაა, მომრგვალო ან გულისმაგვარი ფორმის, სამ-ხუთნაკვთიანი. ფოთლის ქვედა მხარე თხელ აბლაბუდისებრად და სქელ ჯაგრისებრად არის შებუსული. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი საშუალო ზომისაა, ცილინდრული, ცილინდრულ-კონუსური ან კონუსური ფორმის, საშუალო სიკუმსის. მარცვალი საშუალო ზომისაა, მომრგვალო და ოდნავ ოვალური, მუქი ვარდისფერი, თითქმის შავი.

დონდღლაბი შავი საშუალო ზრდისა და უხვმოსავლიანია. სრულ სიმწიფეში ოქტომბრის პირ-ველ ნახევარში შედის. სავეგეტაციო პერიოდი კვირტის გაშლიდან სრულ სიმწიფემდე საშუალოდ 165-170 დღეა. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 19-20%-ს, ხოლო მჟავიანობა — 10-11 გ/ლ-ს.

მიიღება სუფრის მშრალი წითელი ღვინო. ასევე გამოიყენება საბრენდე სპირტის დასამზადებლად.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 111