სიმონასეული

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

სიმონასეული — ქართული აბორიგენული წითელყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში კახეთიდან.

ისევე როგორც არაერთი ქართული ჯიში, სიმონასეულიც, სავარაუდოდ, მისი გამავრცელებლის სახელს ატარებს. ძალიან ძველი ჯიშია.

ბოტანიკური აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზრდასრული ფოთოლი საშუალო ზომისაა, მომრგვალო ფორმის, ოდნავ ოვალური ფორმისკენ გადახრილი, ხუთნაკვთიანია, იშვიათად სამნაკვთიანი. ფოთლის ქვედა მხარე სუსტადაა შებუსული. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი საშუალო ან საშუალოზე დიდი ზომისაა, კონუსური ან ცილინდრულ-კონუსური ფორმის. მტევნები მხრიანია, ხშირად მხრები ორივე მხარეს უვითარდება. კუმსია ან საშუალო სიკუმსის. მარცვალი საშუალო ზომისაა, ძირითადად მომრგვალო ფორმის, მუქი იისფერი, თითქმის შავი. მარცვლის კანი სქელი და მვვრივია, სქელი ცვილისებრი ფიფქით დაფარული. რბილობი საკმაოდ მკვრივი და წვნიანია. გემო სასიამოვნო აქვს, სუსტად გამოხატული ჯიშური არომატით.

სიმონასეული საშუალოზე ძლიერი ზრდისაა. სიმწიფის საგვიანო პერიოდის საღვინე ვაზის ჯიშია. სავეგეტაციო პერიოდი კვირტის გაშლიდან სრულ სიმწიფემდე საშუალოდ 158 დღეა. სრულ სიმწიფეში 15 სექტემბრიდან 1 ოქტომბრამდე შედის. მტევნის წონა 100-დან 225 გრამამდეა, საჰექტარო მოსავლიანობა 6.0-7.0 ტონა. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 20-28%-ს, ხოლო მჟავიანობა — 7-8.8 გ/ლ-ს.

გამოიყენება მაღალი ხარისხის სუფრის წითელი, მშრალი ღვინის დასამზადებლად. ცალკე დავემებუღ^ ღვინოს აქვს ინტენსიური შეფერვა, საშუალო სხეული, ჰარმონიული გემო და შესამჩნევი ჯიშური არომატი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 350