შავი ჩიტისთვალა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

შავი ჩიტისთვალა — ქართული აბორიგენული წითელყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში კახეთიდან.

ბოტანიკური აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზრდასრული ფოთოლი საშუალო ზომისაა, მომრგვალო, ხშირად სამნაკვთიანი, იშვიათად გვხვდება ხუთი ან დაუნაკვთავიც. ფოთლის ქვედა მხარე შებუსულია აბლაბუდისებრად, რასაც ერთვის სქელი ჯაგრისებრი შებუსვა. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი საშუალო ზომისაა, კონუსური ან ცილინდრულ-კონუსური, მხრიანი, საშუალო სიკუმსის. იშვიათად მკვრივი მტევნებიც გვხვდება. მარცვალი მრგვალი ან ოდნავ შეზნექილია, საშუალო ან საშუალოზე მცირე ზომის, მუქი წითელი, თითქმის შავი. რბილობი მკვრივია, კანი ადვილად სცილდება რბილობს. გემო ტკბილი და სასიამოვნოა.

იძლევა საშუალო ღირსების საკმაოდ შეფერილ, საშუალოსხეულიან და ზომიერად მჟავე მსუბუქ წითელ, მშრალ ღვინოს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 414