ციცქა საჩხერული

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ციცქა საჩხერული
ციცქა საჩხერული

ციცქა საჩხერულიქართული ვაზის ჯიში. გვხვდება ცალკეული ნარგავების სახით საჩხერის მუნიციპალიტეტის ვენახებში. განეკუთნება შავი ზღვისა რეგიონის ჯიშების ეკოლოგიურ გეოგრაფიულ ჯგუფს. ფოთოლი საშუალო, მომრგვალებული, თითქმის მთლიანი. ფოთლის ზედაპირი არასწორი ხანდახან ძაბრისებრი. ზედაპირი შაგრენისებრი. ფოთლის ზედა ამონაკვეთი პატარა, გახსნილი, სოლისებური ან ლირისებური, მომრგვალებული ფუძით; ფოთლის ქვედა ამონაკვეთი პატარა, ძნელად შესამჩნები, იშვიათად შემავალი კუთხით, ხანდახან კი არა არის. ფოთლის ყუნწის ამონაკვეთი დახურული, ელიფსური ნასვრეტით და მახვილი ფუძით ძირით. კბილანები ფოთლის ბოლოებზე სამკუთხა წაწვეტებული. გვერდითა კბილანები სამკუთხა განიერი ძირით, წაწვეტებული.

ფოთლის ქვედა მხარე ხშირი შებუსვილი, თექისებური. ფოთლის ყუნძი შუა ძარღვზე მოკლეა, შეფერილი წითელ ღვინისფერში, ძარღვებიც შეფერილია. ყვავილი ორ სქესიანი. მტევანი საშუალო ზომის, ცილინდრული ან კონუსური, მკვრივი. მტევნის ყუნძი მოკლე, მარცვლის ყუნწი სიგრძე საშუალო. მარცვალი საშუალო, მრგვალი ან სუსტად ოვალური, მომწვანო მოყვითალო. თხელი კანით, მკვრივი, მარცვლის კანი ფიფქით (ცვილით) შესამჩნევდ დაფარული. რბილობი წვნიანი, წიპწა მარცვალში საშუალოდ ორი. წიპწა საშუალო, მომრგვალო-ოვალური ფორმის, ყავისფერი. ქალაძა ოვალური, ჩაჭყლეტილი, მოთავსებულია წიპწის ზედა ნაწილში, მუცლის მხარეზე ღარები ღრმა არ არის საკმაოდ განიერი. ნისკარტი საშუალო, კონუსური ფორმით. განეკუთნება საღვინე ჯიშებს საშუალო სიმწიფის ვადით. ვეგეტაციური პერიოდი კვირტების გაშლიდან, სრულ სიმწიფემდე ზესტაფონის მუნიციპალიტეტში შეადგენს 146 დღეს. ყურძენი სრულ სიმწიფეს აღწევს სექტემბრის პირველ ნახევაეში.

რქების მომწიფება საშუალო, ვაზის ზრდა საშუალო. მოსავლიანობა საკმაოდ მაღალი. ერთი ძირი იძლევა 2,6 კგ რაც ჰექტარზე გადათვლით 117 ცენტნერია. მტევნის საშუალო წონა 150 გრ. სოკოვანი დაავადებების მიმართ მდგრადია. ტკბილის შაქრიანობა 18-20 %, ტიტრული მჟავიანობა 5,0-6,0 გრ/ლ. გამოიყენება სუფრის თეთრი ორდინალური ღვინოების და საკონიაკო მასალების დასამზადებლად. ღვინოს სადეგუსტაციო შეფასება 6,5 (ათ ბალიანი სისტემით).

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Ампеолграфия СССР, т. III. стр. 105, 1966 г.