სახალხო თეთრი №11-18

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

სახალხო თეთრი №11-18ქართული თეთრყურძნიანი სელექციური სასუფრე ვაზის ჯიში.

გამოყვანილია დიმიტრი ტაბიძის მიერ სასუფრე ჯიშების: ვერმენტინოსა და შაანი თეთრის შეჯვარებით.

ბოტანიკური აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზრდასრული ფოთოლი საშუალო ზომისაა, მომრგვალო ან ოდნავ ოვალური ფორმის. ფოთლის ქვედა მხარე საშუალოდაა შებუსული. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი საშუალო ზომისაა, განივკონუსური ფორმის, საშუალო სიმკვრივის. მარცვალი დიდი ზომისაა, მომრგვალო, იშვიათად ოდნავ ოვალური, მომწვანო-ყვითელი. კანი თხელი აქვს, რბილობი — ხორციანი და წვნიანი.

სახალხო თეთრი სიმწიფის საადრეო პერიოდის სასუფრე ჯიშია. სრულ სიმწიფეში სექტემბრის შუა რიცხვებში შედის. საშუალოზე ძლიერი ზრდისა და მაღალმოსავლიანია. მისი მოსავლიანობა ერთ ძირზე 5 კილოგრამამდეა. მტევნის საშუალო წონა კი 200 გრამია. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 17-18%-, ხოლო მჟავიანობა — 4.5-6.1 გ/ლ-ს.

იძლევა მაღალხარისხიან სასუფრე ყურძენს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 558