შინაარსზე გადასვლა

კახის თეთრი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

კახის თეთრიქართული აბორიგენული თეთრყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში კახეთიდან.

ზრდასრული ფოთოლი საშუალო ზომისაა, სამ-ხუთნაკვთიანი. ფოთლის ქვედა მხარე დაფარულია თხელი აბლაბუდისებრი და საკმაოდ სქელი ჯაგრისებრი შებუსვით. ყვავილი მდედრობითი სქესისაა. მტევანი საშუალო ან მცირე ზომისაა, განივკონუსური ფორმის, გვხვდება ძლიერ დატოტვილი უფორმო მტევნებიც. საშუალო სიკუმსისაა. მარცვალი საშუალოზე მსხვილია, მომრგვალო ან ოდნავ ოვალური ფორმის. კანი თხელი აქვს, ცვილისებრი ფიფქით საშუალოდ დაფარული. რბილობი მკვრივი და კნატუნაა, გემო — ოდნავ მომჟავო-მოტკბო.

ვაზი საშუალოზე ძლიერი ზრდისა და მცირემოსავლიანია. სავეგეტაციო პერიოდის ხანგრძლივობა 143-145 დღეა. მტევნის წონა 155-200 გრამია. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 22-28%-ს, ხოლო მჟავიანობა — 6.3-6.6 გ/ლ-ს.

მიიღება სუფრის თეთრი მშრალი ღვინო.

  • უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 181