მამუკას საფერე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მამუკას საფერექართული აბორიგენული წითელყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში იმერეთიდან.

მამუკას საფერეც, სავარაუდოდ, მისი გამავრცელებლის სახელს ატარებს.

მცირე ნარგავების სახითაა გავრცელებული იმერეთში.

ბოტანიკური აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზრდასრული ფოთოლი საშუალო ზომისაა, სამი, იშვიათად ხუთნაკვთიანი. ფოთლის ქვედა მხარე დაფარულია ხშირი აბლაბუდისებრ-ჯაგრისებრი შებუსვით. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი საშუალო ზომის და კონუსური ან ცილინდრულ-კონუსური ფორმისაა, კუმსი. გვხვდება მეჩხერი მტევნებიც. მარცვალი საშუალო ზომისაა, მომრგვალო, ზოგჯერ ოვალური, მუქი წითელი. კანი თხელი და ნაკლებ მკვრივი აქვს, ცვილისებრი ფიფქით საკმაოდ დაფარული. რბილობი წვნიანია, წვენი შეუფერავი.

მამუკას საფერე საშუალო ზრდის ვაზია. სავეგეტაციო პერიოდი კვირტის გაშლიდან სრულ სიმწიფემდე 165 დღეა. სრულ სიმწიფეში ოქტომბრის მეორე ნახევარში შედის. მტევნის წონა 150-175 გრამია, საჰექტარო მოსავლიანობა კი 8.0-8.8 ტონა. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში შაქრიანობა აღწევს 17-18%-ს, მჟავიანობა — 7-8 გ/ლ-ს.

გამოიყენება სუფრის წითელი მშრალი ღვინის დასამზადებლად.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 219