ქაქიტაური

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ქაქიტაურიქართული აბორიგენული თეთრყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში რაჭა-ლეჩხუმიდან.

ქაქიტაური მცირე რაოდენობით ყოფილა გავრცელებული რაჭაში, ყველანაირი მონაცემით ადგილობრივი ვაზის ჯიშია. უკანასკნელ დრომდე მხოლოდ თითო-ოროლა ძირი იყო შემორჩენილი ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაკიეთში.

ბოტანიკური აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზრდასრული ფოთოლი პატარა ან საშუალო ზომისაა, კვერცხისებური, სამნაკვთიანი. ფოთლის ქვედა მხარე ქეჩისებრად ძლიერაა შებუსული. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი მცირე ზომისაა, კონუსური, ფრთიანი და მეჩხერი, ზოგჯერ საშუალო სიკუმსის. მარცვალი საშუალო ზომისაა, მომრგვალო, სიმწიფეში მომწვანო-თეთრი ელფერით, კანი შედარებით თხელი აქვს, ცვილისებრი ფიფქით ოდნავ დაფარული, რბილობი — წვნიანი.

ქაქიტაური საშუალო ზრდით ხასიათდება. სავეგეტაციო პერიოდი კვირტის გაშლიდან სრულ სიმწიფემდე 161 დღეა. სრულ სიმწიფეში სექტემბრის ბოლოს შედის. მტევნის წონა საშუალოდ 138 გრამია, საჰექტარო მოსავლიანობა 9.0 ტონამდე. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 19-20%-ს, ხოლო მჟავიანობა — 9-10 გ/ლ-ს.

გამოიყენება სუფრის თეთრი მშრალი ღვინის დასამზადებლად. ღვინო ნაკლებსხეულიანი და უბრალოა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 378