ალმურა შავი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ალმურა შავიქართული აბორიგენული წითელყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში აჭარიდან.

ალმურა მაღლარების სახით მცირედაა გავრცელებული ზემო აჭარაში, სოფელ ალმეს მიდამოებში და სწორედ აქედან წარმოიშვა მისი სახელწოდებაც. ადგილობრივი მოსახლეობა მას „შავ ყურძენს“ უწოდებდა. რადგან ერთმანეთისაგან განსხვავებული, უსახელო შავი ჯიშები აჭარაში მრავლად მოიპოვებოდა, მეცნიერებმა მას სოფლის სახელი „ალმურა“ უწოდეს.

ბოტანიკური აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზრდასრული ფოთოლი საშუალო ან საშუალოზე მცირე ზომისაა, მოყვანილობით მომრგვალო ან განივოვალური, სამნაკვთიანი. ფოთლის ქვედა მხარე მცირედაა შებუსული. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი მცირე ზომისაა, ცილინდრული ფორმის. გვხვდება ცილინდრულ-კონუსური მოყვანილობის, კუმსი ან საშუალო სიკუმსის მტევნებიც. მარცვალი საშუალო ზომის და მომრგვალოა, შავი ფერის. კანი საკმაოდ სქელი და საშუალო სიმკვრივის აქვს, ცვილისებრი ფიფქით უხვად დაფარული. რბილობი წვნიანია, წვენი — შეუფერავი.

ალმურა შავი საშუალო ზრდისა და უხვმოსავლიანია, წვენის კარგი გამოსავლიანობით. სრულ სიმწიფეში ოქტომბრის შუა რიცხვებიდან შედის. სავეგეტაციო პერიოდი კვირტის გაშლიდან სრულ სიმწიფემდე დაახლოებიტ 194 დღეა. მტევნის წონა 138-145 გრამია, საჰექტარო მოსავლიანობა — 9.0-10.0 ტონა. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 18.5-20.4%-ს, ხოლო მჟავიანობა — 8.5-9.5 გ/ლ-ს.

მიიღება სუფრის წითელი მშრალი ღვინო, ასევე გამოიყენება ბაქმაზის დასამზადებლად.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 31