ჭუმუტა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ჭუმუტა — ქართული წითელყურძნიანი ვაზის ჯიში, გავრცელებული გურიაში. ყურძენს ახასიათებს როგორც ხანგრძლივი შენახვის უნარი, ისე ტრანსპორტაბელურობა. მისგან დგება მუქი წითელი, ცოტათი მძლაგე ღვინო. სახელი ჭუმუტა ახასიათებს მტევნის სიმკვრივეს.

წარსულში იგი ფართოდ იყო გავრცელებული განსაკუთრებით მთისპირა სოფლებში საჯავახო, ბასილეთი, ბახვი, ციხე და სხვა. მაღლარებად. ჯიში კარგად ვითარდება ოლიხნარებზე. ვაზის ბუჩქი შუა ტანისაა, მოსავალი საშუალო იცის. ლერწები მოწითალო ფერისაა, ზოლებიანი, რომლებიც ძლივს აჩნია, მუხლი მოკლე, ფოთლები საშუალო, 3-5 ყურიანი, ფოთლის ზედაპირი უქინქლო, მუქი მწვანე ფერის. მტევანი საშუალო სიდიდის, ლერწი მოკლე, მსხვილი. მარცვლები მრგვალი, წვრილი, სრულიად შავი. კანი სქელი, მაგარი. გული საშუალოდ წყლიანი.

ჭაჭაზე დაყენებული ჭუმუტას ღვინო ხასიათდება მუქი მოწითალო შეფერვით, სხეულით, ტანინების საკმაო შემცველობით და ჰარმონიულობით. ახასიათებს ოდნავ მომწკლარტო გემო. ჭუმუტა ითვლება ხარისხოვანი ღვინის მომცემ ჯიშად. იგი აგრეთვე საყურადღებოა, როგორც სუფრის ყურძნის ჯიში.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • „გიგო შარაშიძე, გურიის წარსულიდან“ გვ.178-179 — თბილისი, 2006 წ.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]