კაჭიჭი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

კაჭიჭი — ქართული შავყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში. კაჭიჭი ვაზის კულტურის ჯიშების კოლხეთის კერის ტიპობრივი წარმომადგენელია. ძირითადად გავრცელებულია აფხაზეთსა, სამეგრელოსა და გურიაში. კაჭიჭი აფხაზურ ჯიშად ითვლება, თუმცა მისი წარმოშობისა და სადაურობის საკითხზე განსხვავებული შეხედულებაც არსებობს. 1976 წლისთვის კაჭიჭს დასავლეთ საქართველოში 1,72 ჰექტარი ეკავა.

კაჭიჭი საწარმოო ვაზის ჯიშია. იძლევა სუფრის ხარისხოვან წითელ ღვინოს. ახასიათებს ძლიერი ზრდა. დარგვიდან მეორე წელს იძლევა მოსავლის პირველ ნიშანს, ხოლო მეოთხე-მეხუთე წლიდან უკვე სრულ მოსავალს გვაძლევს. მისი საშუალო საჰექტარო მოსავალი შეადგენს 60-80 ცენტნერს და აქედან გამომდინარე იგი ითვლება საშუალომოსავლიან ჯიშად. კაჭიჭი უფრო მგრძნობიარეა ჭრაქის მიმართ, ვიდრე ნაცრის მიმართ. კაჭიჭის გამძლეობა ადგილობრივ ჯიშებთან შედარებით კარგია. კაჭიჭი ძველთაგანვე შერჩეული და გამოვლინებულია მაღლარად ფორმირებისათვის, რის დროსაც კაჭიჭი მოსავალსაც უხვს იძლეოდა და ღვინოც კარგი დგებოდა, თუმცა სოკოვანი დაავადებების გავრცელების შემდეგ კაჭიჭს იგივე თვისებები აღარ ახასიათებს. კაჭიჭის ფორმირება საკმაოდ პერსპექტიულია ძველ ქართულ ოლიხნარებზე. კაჭიჭს საკმაოდ კარგი მონათესაობა ახასიათებს ფილოქსერაგამძლე საძირეებთან. კაჭიჭის გამოყენება ყველაზე უფრო მიზანშეწონილია სუფრის წითელი ღვინოების დასამზადებლად. მის ღვინოს კარგი ფერი აქვს, იგი სინაზით, გემოს სისრულით და კარგად განვითარებული ჯიშური არომატით ხასიათდება. აქვს შებუსული ფოთოლი, საშუალო სიდიდის მტევანი (100-160 გ), შავი და მრგვალი მარცვალი. ამზადებენ მაღალხარისხოვან მუქი ფერის საშუალოსხეულიან სუფრის ღვინოს.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]