შინაარსზე გადასვლა

ცივჩხავერა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ცივჩხავერაქართული აბორიგენული წითელყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში გურიიდან.

ცივჩხავერა ჩხავერისგან განსხვავდება ზოგიერთი ამპელოგრაფიული მახასიათებლით.

ზრდასრული ფოთოლი საშუალოზე პატარა ზომისაა. ფოთლის ქვედა მხარე საკმაოდაა აბლაბუდისებრად შებუსული. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი საშუალოზე მცირე ზომისაა, ცილინდრულ-კონუსური ფორმის, თხელი. მარცვალი წვრილი აქვს, მომრგვალო, მუქი ვარდისფერი, ცვილისებრი ფიფქით საკმაოდ დაფარული. კანი თხელია და ძნელად სცილდება რბილობს. გემო — მომჟავო-მოტკბო. ვაზი საშუალოზე სუსტი ზრდისაა, სრულ სიმწიფეში ოქტომბრის მეორე ნახევარში შედის. გამოიყენება მუქი ვარდისფერი სუფრის მშრალი ღვინის დასამზადებლად.

  • უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 445