ოფოფი (ვაზის ჯიში)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ოფოფიქართული აბორიგენული თეთრყურძნიანი სასუფრე-საღვინე ვაზის ჯიში სამეგრელოდან.

ბოტანიკური აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზრდასრული ფოთოლი საშუალო ზომისაა, მომრგვალო, სამ-ხუთნაკვთიანი. ფოთლის ქვედა მხარე სქლადაა ქეჩისებრად შებუსული. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი საშუალო ზომისაა, ცილინდრული ან ცილინდრულ-კონუსური ფორმის, საშუალო სიკუმსის. მარცვალი საშუალო ზომისაა, ოვალური, ზოგჯერ მომრგვალო, თეთრი. კანი სქელი და მვვრივი აქვს, ცვილისებრი ფიფქით ოდნავ დაფარული. რბილობი ხორციანი და წვნიანია. გემო ტკბილი და სასიამოვნო.

ოფოფის სავეგეტაციო პერიოდი კვირტის გაშლიდან სრულ სიმწიფემდე 190 დღეა. სრულ სიმწიფეში ოქტომბრის შუა რიცხვებიდან შედის. ვაზი საშუალოზე ძლიერი ზრდისაა. მტევნის საშუალო წონა 145 გრამია, საჰექტარო მოსავლიანობა კი 5.2-5.5 ტონა. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 20.7%-ს, ხოლო მჟავიანობა — 8.8 გ/ლ-ს.

ოფოფის ნაყოფს იყენებენ როგორც სასუფრედ, ასევე სუფრის თეთრი, მშრალი ღვინის მისაღებად. ღვინო ღია ჩალისფერია, საკმაოდ ჰარმონიული და სასიამოვნო. ყურძენი კარგად ინახება და უძლებს ტრანსპორტირებას.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 288