რკო შავი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

რკო შავი — ვაზის უძველესი ქართული ჯიში. გვხვდება ერთეული ბუჩქებისა და ძველი ვენახების სახთ ზემო იმერეთში და ქართლის აღმოსავლეთ ნაწილში.ძირითდათ გავრცელებული იყო ზესტაფონის, ხარაგაულის, თერჯოლასა და საჩხერის რაიონებში ასევე გვხვდებოდა ჭიათურასა და ტყიბულში. 1953 წლის აღწერით რკო შავის ვენახებს ეკავა 250 ჰა ფართობი.

სინონიმი–რკო ("ამპელოგრაფია" ვიალა და ვერმორელია, VII ტომი, 1909 წ.)

რკო განეკუთნება შავი ზღვის აუზის ეკოლოგიურ–გეოგრაფიულ ჯგუფს. ჯიშის აღწერა შედგენილია საქარის მეღვინეობა მევენახეობის საცდელი სადგურის ვენახებში.

მტევანი საშუალო, ცილინდრულ–კონუსური, იშვიათად მთლიანად ცილიდრული ან კონუსური, ძირითადად ფრთიანი. ხშირად ფრათა სიდიდით უტოლდება ძირითდ მტევანს, რაც ქმნის ორმაგი მტევნის შთაბეჭდილებას. მტევანი მკვრივი, იშვიათად ძალიან მკვრივი. მტევნის ფეხი საშუალო ხისმაგვარი, ფუძესთნ წითელი.

მარცვალი საშუალო, მცირედ ოვალური, მუქი წითელი, თითქმის შავი. კანი საკმაოდ უხეში, მკვრივი, მყარი, შესამჩნევათ გამოხატული ცვილური დანაფარით. რბილობი წვნიანი– არა შეფერილი. მარცვალში თესლების რაოდენობა ერთი–ორი.
განეკუთნება საღვინე ჯიშებს დამწიფების გვიანდელი ვადით. საქარის საცდელი სადგურის პირობებში ვეგეტაციის ვითარდება შემდეგ ფაზებად: კვირტის გაშლა აპრილის მეორე დეკადაში, ყვავილობა იწყება მაისის ბოლოს ან ივნისის დასაწყისში, მწიფობის დასაწყისი აგვისტოს მეორე დეკადა, ტექნიკური სიმწიფე სექტემბრის მესამე დეკადა, სრული ტექნიკური სიმწიფე შუა ოქტომბერი. ვეგატაციური პერიოდის ხანგძლიობა, დაკვირტვიდან ტექნიკურ სიმწიფემდე საშუალოდ შეადგენს 164–174 დღეს. ფითლები და მტევანი მილდს და იოდიუმის ავადდება საშუალოდ, იშვიათად ძლიერად.
მოსავლიანობა მაღალი: იმერეთში ნიადაგსა და შტამის ფორმის ზემოქმედებით ძირიდან 2–4 კგ. ჰექტარზე გადათვლით 85–150 ც. საშუალო მტევნის წონა 125–150 გრ. მსხმოიარე ძირზე მტევნების რაოდენობა1,5–1,75.
მტევნის მასა პროცენტულად ნაწილდება შენდეგნაირად:82,7 % –წვენი,კლერტი–1.8%, კანი და რბილობის მკვრივი ნაწილი–11,7%, თესლები 3,8 %. 100 მარცვლის წონა 141გრ. 100 თესლის წონა 4.9 გრ. წვენის შაქრიანობა 16,4–19,8%% მჟავიანობა 6,5–9 გ/ლ.
სუფრის ღვინოს მიიღება როგორც სუფთა სახით, ასევე კუპაჟში წითელ ჯიშებთან ერთად, წვენის მცირედი შეფერილობა იძლევა თეთრ ჯიშებთან შერევის საშუალებას. სუფრის ღვინო სუსუტი ვარდისფერი შეფერილობის,თავისებური არომატით, თხელი, დაბალექსტრაქტული.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Ампеолграфия СССР, т. III. 1966 г. გვ.30