აჩკიკიჟი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

აჩკიკიჟი (აფხ. Аҽкыка — „ცხენის ძუძუ“), ააცკიკა, ცხენისძუძუ აფხაზურიქართული აბორიგენული ვარდისფერყურძნიანი სასუფრე ვაზის ჯიში აფხაზეთიდან.

ბოტანიკური აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზრდასრული ფოთოლი საშუალო ზომისაა, მომრგვალო ან თირკმლისებური, სამნაკვთიანი, მცირედ დანაკვთული, თითქმის მთლიანი. ფოთლის ქვედა მხარე საშუალო სიხშირის აბლაბუდისებრ-ჯაგრისებურადაა შებუსული. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი საშუალოზე დიდი ზომისაა. ცილინდრული ან ცილინდრულ-კონუსური ფორმის, დატოტვილი, სასუალო სიკუმსის ან თხელი. მარცვალი მსხვილია, ოვალური ან მოგრძო, მუქი ვარდისფერი. კანი სქელი და მკვრივი აქვს. რბილობი ხორციანი და კნატუნა, მცირეწვნიანი. გემო ტკბილი და სასიამოვნო, სუსტად გამოსახული ჯიშური არომატით.

აჩკიკიჟი საშუალოზე ძლიერი ზრდისა და უხვმოსავლიანია. სრულ სიმწიფეში ოქტომბრის პირველ ნახევარში შედის. მისი სავეგეტაციო პერიოდი გაშლიდან სრულ სიმწიფემდე საშუალოდ 180 დღეა. მტევნის წონა 150-200 გრამია, საჰექტარო მოსავლიანობა — 12.0-15.0 ტონა. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 17.0-20.9%-ს, ხოლო მჟავიანობა — 6.7-10.3 გ/ლ-ს.

სასუფრე ყურძენია, იშვიათად გამოიყენება საღვინედ.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 55