ბერძულა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ბერძულა — ქართული აბორიგენული წითელყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში გურიიდან.

ბოტანიკური აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზრდასრული ფოთოლი საშუალო ზომისაა, მომრგვალო, სამნაკვთიანი. ფოთლის ქვედა მხარე ქეჩისებრად სქლადაა შებუსული. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი საშუალო ზომისაა, ცილინდრულ-კონუსური ფორმის, საშუალო სიკუმსის. მარცვალი საშუალო ზომისაა, მომრგვალო, შავი ფერის. რბილობი წვნიანი აქვს.

ბერძნულა საშუალო ზრდისა და საშუალოზე მაღალმოსავლიანია. სავეგეტაციო პერიოდის ხანგრძლივობა კვირტის გაშლიდან სრულ სიმწიფემდე 188 დღეა. სრულ სიმწიფეში ოქტომბრის შუა რიცხვებში შედის. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 18.5%-ს, ხოლო მჟავიანობა — 9.2 გ/ლ-ს.

მიიღება სუფრის წითელი მშრალი ღვინო.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 71