საკნურა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

საკნურაქართული აბორიგენული თეთრყურძნიანი სასუფრე ვაზის ჯიში ჰერეთიდან.

წარმოშობილი უნდა იყოს უძველეს ქართულ სოფელ საკანში, ისტორიული ჰერეთის ტერიტორიაზე, რომელიც ამჟამად ნასახლარია.

ეს ვაზი 1945 წელს სოფელ საკნიდან მოსე ბაბაჯანაშვილის ნასახლარიდან გადმოიტანა რომან ტარტარაშვილმა და სოფელ მთისძირში, საკუთარ კარ-მიდამოში გაახარა.

მტევანი საშუალო ზომისაა, ცილინდრული ფორმის. მარცვალი საშუალო ზომისაა, მომრგვალებული, მომწვანო-მოყვითალო ელფერით. რბილობი ხორციანი და ნაკლებად წვნიანი აქვს, სასიამოვნო გემოთი და კარგად გამოხატული ჯიშური არომატით.

გამოიყენება როგორც სასუფრე ყურძნად, ასევე საკუპაჟე ღვინომასალად.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 325