აცხოუჟი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

აცხოუჟი (აფხ. Ацхәажь[1] — „შავი ყურძენი“) — ქართული აბორიგენული წითელყურძნიანი სასუფრე ვაზის ჯიში აფხაზეთიდან.

აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზრდასრული ფოთოლი საშუალო ზომისაა, წაგრძელებული, სამნაკვთიანი. ფოთლის ქვედა მხარე დაფარულია აბლაბუდისებრი და თხელი ჯაგრისებური შებუსვით. ყვავილი მდედრობითი სქესისაა (თუმცა ორსქესიანი ძირებიცაა ნაპოვნი). მტევანი დიდი ზომისაა, დატოტვილი და უფორმო, გვხვდება ცილინდრულ-კონუსური ფორმის მტევნებიც. მტევანი თხელია. მარცვალი საშუალო ზომისაა, მომრგვალო, შავი, მონაცისფრო ელფერით. სქელკანიანია, ცვილისებრი ნაფიფქით ოდნავ დაფარული. რბილობი წვნიანია, მდნარი, სასიამოვნო მომჟავო გემოთი, წვენი — შეუფერავი.

აცხოუჟი ძლიერი ზრდისა და უხმოსავლიანი ვაზის ჯიშია. სრულ სიმწიფეში ოქტომბრის ბოლოს, ნოემბრის დასაწყისში შედის. მტევნის წონა 200-250 გრამია.

მიირება სყფრის წითელი ღვინო, რომელიც ხასიათდება სირბილით და ჰარმონიულობით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 55

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. жур. «Абаза», №2 (19), 01 декабря, 2015