ჩხოროკუნი
ჩხოროკუნი — ქართული აბორიგენული წითელყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში სამეგრელოდან.
ბოტანიკური აღწერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ზრდასრული ფოთოლი საშუალო ზომისაა, მომრგვალო, სამ-ხუთნაკვთიანი. ფოთლის ქვედა მხარე ქეჩისებრად სქლადაა შებუსული. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი საშუალო ზომისაა, ცილინდრულ-კონუსური ფორმის. საკმაოდ კუმსია, იშვიათად თხელი. მარცვალი საშუალო ზომისაა, მომრგვალო, შავი ფერის. კანი სქელი და მკვრივი აქვს, ცვილისებრი ფიფქით ოდნავ დაფარული. რბილობი წვნიანია, წვენი — შეუფერავი, ტკბილი.
ჩხოროკუნი საშუალო ზრდისაა. სავეგეტაციო პერიოდი კვირტის გაშლიდან სრულ სიმწიფემდე 200 დღეა. სრულ სიმწიფეში ოქტომბრის მეორე ნახევარში შედის. მტევნის წონა 110 გრამია, საჰექტარო მოსავლიანობა კი 5.5-6.0 ტონა. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 19.5%-ს, ხოლო მჟავიანობა — 9.5 გ/ლ-ს.
გამოიყენება სუფრის წითელი მშრალი ღვინის დასამზადებლად.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 443