ჩინური შავი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ჩინური შავიქართული აბორიგენული წითელყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში ქართლიდან.

სახელი შერქმეული აქვს თეთრ ჩინურთან დიდი მსგავსების გამო.

ბოტანიკური აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზრდასრული ფოთოლი დიდი ზომისაა, ოვალური, მცირედ დანაკვთული, თითქმის მთლიანი. ფოთლის ქვედა მხარე შეუბუსავია. მტევანი საშუალო ზომისაა, კონუსური, ცილინდრულ-კონუსური, ფრთიანი, საშუალო სიკუმსის ან თხელი. მარცვალი საშუალო ზომისაა, მომრგვალო და შებრტყელებული, მუქი-ლურჯი ფერის. კანი თხელი და მკვრივი აქვს ცვილისებრი ფიფქით ააშუალოდ დაფარული. რბილობი წვნიანია, წვენი სუსტად შეფერილი. გემო — სასიამოვნო, ხილის არომატით.

ჩინური შავი საშუალოზე ძლიერი ზრდისაა. სავეგეტაციო პერიოდი კვირტის გაშლიდან სრულ სიმწიფემდე 164 დღეა. სრულ სიმწიფეში ოქტომბრის მეორე ნახევარში შედის. მტევნის საშუალო წონა 179 გრამია, საჰექტარო მოსავლიანობა კი 7.0 ტონა. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 16-17.5%-ს, ხოლო მჟავიანობა — 6.7-7.4 გ/ლ-ს.

გამოიყენება სუფრის წითელი, მშრალი ღვინის დასამზადებლად. ღვინო ალუბლისფერი და ნაკლებსხეულიანია. ასევე მოიხმარენ სასუფრე ყურძნად.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 431