ციცქინა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ციცქინაქართული აბორიგენული წითელყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში იმერეთიდან.

ბოტანიკური აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზრდასრული ფოთოლი საშუალო ზომისაა, მომრგვალო, სამ-ხუთნაკვთიანი. ფოთლის ქვედა მხარეს აქვს აბლაბუდისებრი სქელი, ძარღვების გასწვრივ კი თხელი ჯაგრისებრი შებუსვა. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი საშუალო ზომისაა, კონუსური ან განივკონუსური ფორმის, საშუალო სიკუმსის, გვხვდება მეჩხერი მტევნებიც. მარცვალი საშუალო ზომისაა, მომრგვალო ან შებრტყელებული, შავი. კანი საშუალო სისქისაა, მკვრივი, რბილობი — წვნიანი.

ციცქინა საშუალო ზრდისა და საშუალოზე მაღალმოსავლიანია. სრულ სიმწიფეში სექტემბრის ბოლოს შედის. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 19.5-20%-ს, ხოლო მჟავიანობა — 8.5 გ/ლ-ს.

მიიღება სუფრის წითელი, მშრალი ღვინო.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 450