აფხაზეთის აბორიგენული ვაზის ჯიშები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

აფხაზეთის აბორიგენული ვაზის ჯიშები (აფხ. Аԥсуа иашьагәыҭу ажь хкқәа) — ვაზის ჯიშთა ჯგუფი საქართველოში, აფხაზეთში.

კვლევის ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აფხაზეთის აბორიგენული ვაზის ჯიშების აღდგენაში დიდი წვლილი მიუძღვის გამოჩენილ ქართველ აგრონომს ალექსანდრე იობიძეს. 1926 წელს იგი დაინიშნა სოხუმის მაზრის აგრონომად. მისი ინიციატივით სოხუმში იქმნება მევენახეობა-მეღვინეობის განყოფილება. მიზანი ერთი იყო-აფხაზეთში აეღორძინებინათ კულტურული მევენახეობა. იმავე წელს მან გამოაქვეყნა საგაზეთო წერილი „რუს. Закультурное виноградствов Абхазии“, სადაც აფხაზეთის მშრომლებს მოუწოდებდა ხელი მოეკიდათ კულტურული მევენახეობისათვის და დასახა ამ დარგის აღორძნების კონკრეტული გზები. ამავე წელს მან პირველად შეიტანა აფხაზეთში „ცოლიკოური“ და სათავეში ჩაუდგა მისი პლანტაციების გაშენების საქმეს. ბევრი უნდობლად უყურებდა დაბლარი ჯიშის ვენახს, მაგრამ მან დაძლია ეს წინააღმდეგობა. თვითონ არჩევდა ნიადაგს, კოლმეურნეებს ასწავლიდა მცენარის მოვლის აგროწესებს და ნელნელა საქმე წინ მიიწევდა[1].

1927 წელს ალ. იობიძის ინიციატივით სოხუმში შეიქმნა მევენახეობა-მეღვინეობის განყოფილება, თვითონ კი დამტკიცებულ იქნა განყოფილების გამგედ. 1932 წელს ის მონაწილეობდა აფხაზეთის მევენახეობის განვითარების პერსპექტიული გეგმის შექმნაში. მისი ხელმძღვანელობით გაშენებულ იქნა ბომბორის საბჭოთა მეურნეობა გუდაუთაში, სადაც 5 წელი მარტო ცხოვრობდა გომბორის ტყეში, დადიოდა და შეუპოვრად ეძებდა კოლხური ჯიშის ვაზს. იპოვა და აღადგინა კიდეც საუკუნის წინათ დაკარგული კოლხური სახელგანთქმული „დღუნდღუშის“, „პუმპულას“, „მახვატელის“, „ზედაგის“, ამლახუს“ პირველი ლერწები. საკუთარ ნაკვეთზე გადმოიტანა ისინი და მიიღო კიდეც ის ტკბილი ღვინოები, რომლებიც ლეგენდებშია მოხსენიებული.

ალ. იობიძემ ზედმიწევნით იცოდა მსოფლიო მევენახეობის ისტორია. ზეპირად ჰქონდა შესწავლილი სხვადასხვა ქვეყნების გამოჩენილ მოღვაწეთა და მოგზაურთა აზრი ქართული ვაზის შესახებ, იგი ცდილობდა გაერკვია, კოლხეთის რომელი ვაზის ჯიშები იძლეოდნენ იმ სანაქებო ღვინოებს, რომლებიც აღწერილი იყო ძველ ბერძნებთან, შარდენთან და ა. შ. სწორედ ამ საკითხის გადაწყვეტის სურვილმა მიიყვანა იგი 1936 წელს ბომბორის ტყეში, სადაც 5 წელი მარტო ცხოვრობდა. დადიოდა და შეუპოვრად ეძებდა კოლხური ჯიშის ვაზს. იპოვა და აღადგინა კიდეც საუკუნის წინათ დაკარგული კოლხური სახელგანთქმული „დღუნდღუშის“, „პუმპულას“, „მახვატელის“, „ზედაგის“, „ამლახუს“ პირველი ლერწები. საკუთარ ნაკვეთზე გადმოიტანა ისინი და მიიღო კიდეც ის ტკბილი ღვინოები, რომლებიც ლეგენდებშია მოხსენიებული. მისი მაძიებელი ბუნების დასტურია ერთ-ერთ პოლონურ ჟურნალში გამოქვეყნებული სტატია: „ამ ღვინოს სვამდა ოდისევსი“, სადაც მითითებულია, თუ როგორ იპოვეს არქეოლოგებმა სოხუმთან ახლოს 22 საუკუნის წინანდელი ქვევრი, შიგნით ყურძნის წიპწებით. ეს წიპწები ალექსანდრემ დათესა და მიიღეს ისეთი ყურძენი, რომელიც შემადგენლობით და არომატით ძალიან ჰგავდა აფხაზურ ჯიშს —„კაჭიჭს“.

1936 წლიდან ის კვლავ აფხაზეთშია. მუშაობდა საქართველოს სსრ სოფლის მეურნეობის სამინისტროს მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის სამეცნიერო-საკვლევი ინსტიტუტის სოხუმის დასაყრდენი პუნქტის მეცნიერ მუშაკად. ამავე დროს, 1939 წლიდან, მოღვაწეობდა გუდაუთის რაიონის ახალსოფლის ორჯონიკიძის სახელობის კოლმეურნეობაში მთავარ აგრონომად.

აფხაზურად აშიცრა „ბზიანს“ ნიშნავს, არაშახო — „თელიანს“. ასე ჰქვია ბომბორის ველის ცალკეულ უბნებს. ეს თვალშეუდგამი ველი გუდაუთიდან თეთრწლამდეა გადაჭიმული. იგი მივარდნილი და უაბური ადგილი იყო. თუმცა ბზიანში შეხვდებოდით ალაგ-ალაგ გახარებულ გარეული მწვანე ვაზის დაღვარჭნილ ტოტებს, თელიანში კი აფხაზურ მაღლარს: „ახარდანს“, „ამლახუჟს“, „აჯშხუარას“ და „ალიბიჟს“[2].

XIX საუკუნეში აფხაზეთში ორმოცამდე ადგილობრივი ჯიშის ვაზი ხარობდა. თითქმის ყველა მაღლარი იყო, მაგრამ ვაზს ავადმყოფობა გაუჩნდა და გადაშენდა. გაჩნდა აზრი, რომ თითქოს აფხაზეთში კლიმატური პირობების გამო ვაზის წარმოება არ შეიძლებოდა, ხალხი ამ აზრს ვერ ეგუებოდა, ცდილობდა ძელი ჯიშების აღდგენას, მაგრამ მეფის მთავრობა მათ არაფრით ეხმარებოდა. ამიტომ ხალხს შემორჩა მხოლოდ მაღლარი ვენახი „იზაბელა“.

XX საუკუნის 30-იანი წლების ბოლოს ყინული გალღვა. აფხაზეთში ფეხი მოიკიდეს მთიანი რაჭიდან ჩამოსახლებულმა მცირემიწიანმა რაჭველებმა. რაჭველები არ შეუშინდნენ ბუნებას, მალარიას, გაჩეხეს ჩირგვნარი, ეკალ-ბარდები, „ძაღლყურძენა“ და ცხოვრება დაიწყეს. სოფელს კი ახალსოფელი დაერქვა. სწორედ მაშინ შეესხა ფრთები აგრონომ ალექსანდრე (საშა) იობიძის ოცნებას, აფხაზეთში კულტურული ვენახის ზვრების გაშენების შესახებ.

აგრონომ ალ. იობიძეს ცოტა შრომა როდი დასჭირდა იმსათვის, რომ რაიონის მაშინდელი ხელმძღვანელობისათვის დაემტკიცებინა, ამ კოლმეურნეობის თავისებური კლიმატისა და ნიადაგის პირობებისათვის, ნაცვლად ციტრუსების, თამბაქოსა და ევკალიპტისა, მიესადაგებინათ და ფართოდ დაენერგათ ვაზის კულტურა. მაგრამ არავის სურდა დაეჯერებინა, რომ აფხაზეთის მიწაზე ვაზს დიდი პერსპექტივა ჰქონდა.

1933 წელს კოლმეურნეობის ტერიტორიაზე მოეწყო მევენახეობა-მეღვინეობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის აფხაზეთის დასაყრდენი პუნქტი. საცდელ ნაკვეთზე ალ. იობიძე წლების მანძილზე სწავლობდა 210-ზე მეტ ვაზის ჯიშს, ამყნობდა, აუმჯობესებდა, ადგილობრივ პირობებს უხამებდა. მათ შორის 25 აფხაზური ვაზის ჯიში: „ახარდანი“, „აჟშხუატა“, „აღბიჟი“ და სხვები. მან შეისწავლა ბევრი ჯიშის აგრობიოლოგია, შეიმუშავა მათი ჯიშობრივი აგროტექნკა. მის სანერგეში გამოყვანილმა ბევრმა ჯიშმა საუკეთესო ნიადაგი ჰპოვა არა მარტო ახალსოფლის მიწაზე, არამედ მთელს აფხაზეთში. მანვე აფხაზეთის ზონისათვის გამოიყვანა „ცოლიკოური“ და „კრახუნა“, აფხაზური ჯიშები: „კაჭიჭი“, „აკასირხვა“, „ახარდანი“, „ამლახუ“ და სხვა. განსაკუთრებით მუშაობდა „ჩხავერზე“, რომელიც გადაშენების პირას იყო და რომლისაგანაც მიიღება სუფრის ნახევრად ტკბილი ღვინო ხილის არომატით.

ალ. იობიძე იგონებდა, რომ „ჩხავერის საბჭოთა მეურნეობა გურიაში, ბახვში, ჰექტარზე 10-15 ცენტნერ ყურძენს იძლეოდა, რაც საზარალოა და ვენახის მოვლად არ ღირს. მე ეს ჩხავერი გურიიდან ბომბორაში უნდა გადმომეტანა და ჩემს მიერ საცდელ ნაკვეთზე გამომუშავებული თავისებური გასხვლისა და და ე. წ. ორსართულიანი შპალერის საშუალებით ყურძნის უხვი მოსავალი მიმეღო... ჩემი გეგმა ბევრს არ მოსწონდა და ვენახს წინ აღუდგნენ. ზოგს ჩაი უნდოდა, ზოგს გერანი, ზოგს ხეხილის ბაღი, მეაბრეშუმეობა და ა. შ. იძულებული ვიყავი საცდელ ნაკვეთზე მოკრეფილი სუფრის ყურძენი პარტიის საოლქო კომიტეტში წარმედგინდა. ამ ნიმუშებს ხელმძღვანელთა ნამდვილი აღფრთოვანება და გაოცება მოჰყვა. და როგორც იქნა, 1946 წლიდან ნება დამრთეს საქმეს შევდგომოდი. იცოდე, თუ მოტყუვდი, ახირებულო, შენს თავს „დააბრალეო“, გამაფრთხილეს... ახლა კი ჰექტარზე ვკრეფთ 100-120 ცენტნერს“[3].

ბევრმა მეცნიერ-მუშაკმა ათეული წელი იმუშავა მაღლარი ჩხავერის ველური ჯიშის დაბლარად გაკულტურებაზე, მაგრამ შედეგები არ იყო სასურველი. სწორედ ამ საქმეს შეუდგა ალ. იობიძე. 1936 წელს, როცა ის გუდაუთის საყრდენი პუნქტის გამგედ დაინიშნა, მას დახვდა გადაშენების გზაზე მდგარი ჩხავერის 12 ძირი. 1939 წლისათვის მან გამოიყვანა უკვე 100 ძირი და მიეცა შესაძლებლობა უფრო ფართოდ ჩაეტარებინა ცდები და დაკვირვებები. წლები ამუშავებდა ის მისი მოყვანის აგროწესებს და 1948 წელს მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ჩხავერიდან შესაძლებელი იყო უხვი მოსავლის მიღება და იმავე წელს გააშენა ის 1 ჰა-ზე. 1958 წლისთვის უკვე მას 34 ჰა-ზე გადაჭიმული ჩხავერი ჰქონდა და ბოლო 8 წელს ჰა-ზე იღებდნენ 120 ცენტნერს. ასეთი მაღალი მოსავლის აგროწესები მან შეიმუშავა მრავალწლიანი დაკვირვების შედეგად. ცდის ქვეშ მყოფი მრავალი ფორმიდან საუკეთესო შედეგი გარდამავალი-ნახევრად ველური და ნახევრად კულტურული ფორმამიცემული ვაზიდან მიიღო. საგულისხმოა ის შედეგები, რასაც აგრონომმა ალ. იობიძემ მიაღწია სამრეწველო ჯიშის ჩხავერის მოსავლიანობის გადიდებაში. აქ გაშენებულ 10 ჰა-ზე ჩხავერის ზვრებში 1958 წელს საშუალოდ 100 ცენტნერი ყუძენი მიიღეს. ასეთი მაღალი მოსავლის მისაღებად მან გამოიყენა ვაზის თითოეული ჯიშის მიმართ მოწინავე აგროტექნიკური ღონისძიებები. მაგალითად, ცოლიკოურის ჯიშზე იგი თავისი ხანგრძლივი დაკვირვებით იმ დასკვნამდე მივიდა, რომ უხვი მოსავლის უზრუნველსაყოფად საჭირო იყო ჰა-ზე დატოვებულიყო 120-150 ათასი კვირტი, ხოლო ჩხავერისთვის 150-200 ათასი კვირტი. იმავე დროს განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ნიადაგის გულდასმით დამუშავებას და მისი ნაყოფიერების გადიდებას, ურომლისოდაც ვაზის ასეთ დატვირთვას გამართლება არ ექნებოდა. აგრონომი მიმართავდა მინერალური სასუქების მცირე დოზით გამოყენებას თითოეულ ჰა-ზე. მას, ნაცვლად 50-60 ტონა ნაკელისა, ყოველ ორ წელიწადში ვენახში შეჰქონდა 12-15 ტონა ნაკელი, რომელსაც თითოეულ ტონაზე უმატებდა 200 კგ სუპერფოსფატს, 100 კგ სულფატამინოლს და 100 კგ კალიუმს. ზოგ ადგილებში ნაკელის ნაცვლად შეჰქონდათ კომპოსტი და ტორფი. ასეთ ნარევს აბნევდნენ არა ზედაპირზე, არამედ ვაზის ძირების გარშემო 0,5 მეტრის სიღრმის ვიწრო ზოლებში. გამოცდილებამ აჩვენა, რომ ზედმეტი რაოდენობით აზოტოვანი სასუქების შეტანა აზიანებდა ვაზს, შესაბამისად ღვინის ხარისხს და მასში ცილების რაოდენობის შემცველობას. ამიტომ მან გადაწყვიტა ზაფხულზე ნიადაგში არ შეეტანა ის სასუქი, რომელიც შეიცავდა აზოტს.

დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა აგრონომი მწვანე ოპერაციებს, ვაზის მავნებლებსა და დაავადებებთან ბრძოლას. ვაზის ნაცრის წინააღმდეგ ხდებოდა ვენახის 5-6-ჯერ მოწამვლა „ბორდოს“ 1%-იანი ხსნარით. აგრეთვე დაიწყეს შტამბის ამაღლება და ლერწების დამაგრება მაღალ შპალერებზე. ვეგეტაციური პერიოდის დროს ზვრები მუშავდებოდა 2-3-ჯერ გოგირდით. ამით თავიდან იცილებდნენ ვაზის დაავადებას „ოიდიუმს“. გარდა ამისა, ვაზის ცრუფარიანას წინააღმდეგ გაზაფხულზე ხდებოდა ვაზის დაზიანებული ქერქის გაწმენდა, მისი მოგროვება და დაწვა. ზაფხულში ხდებოდა 0,02 %-იანი ტიოფორის ხსნარით შესხურება.

ჩხავერის მაღალი მოსავლის მისაღებად, გაზაფხულის გასხვლისას აგრონომმა გადაწყვიტა დაეტოვებინა ზოგიერთი ლერწი 2-2,5 მეტრ სიგრძეზე, ზემოთ კი გაუშვეს მსხმოიარე ლერწები 8-10 კვირტით. თითო ვაზზე დატოვეს 10-12 ლერწი. ვენახი ორიარუსიანი გახდა. აამაღლეს შტამპი 0,5 მეტრიდან 1 მეტრამდე. ჩხავერი დარგეს უფრო შორიშორს 5 მ² დაშორებით, ანუ 1 ჰა-ზე 2500 ძირი.

კოლმეურნეობაშ მისი ინიციატივით შეიქმნა სანერგე მეურნეობა, რომელიც 3 ჰა-ზე იყო თავდაპირველად გაშენებული. ამყნობდნენ და ამზადებდნენ ჩხავერის ახალნამყენებს, რითაც ამარაგებდნენ მთელ საქართველოს. აქვე დაიწყეს აფხაზური ჯიშების გამოყვანა სამრეწველო მოხმარებისათვის: „იზაბელა“, „კაჭიჭი“, „ამლახუ“, „აჩკიკიში“ და სხვა. 1956 წელს გამოყვანილ იქნა 30 000 ნერგი, 1957 წელს კი — 100 000. ნამყენებიდან კოლმეურნეობას საკმაო შემოსავალი ჰქონდა. ალექსანდრე იობიძე დიდ ყურადღებას იჩენდა, როგორც აფხაზეთის, ისე მეზობელი სოჭისა და ადლერის რაიონებში ვაზის სათანადო ჯიშების შერჩევა-დანერგვისათვის. 1956-1957 წლებში კოლმეურნეობამ სამტრესტს ჩააბარა 60 ტონა ჩხავერი. შრომადღეებზე ღვინის განაწილების დროს ჩხავერის ღვინოს მხოლოდ ჯილდოს ანგარიშში აძლევდნენ.

სასარგებლო მუშაობას ეწეოდა აგრონომი ალ. იობიძე მეღვინეობის ხაზითაც. მან შეიმუშავა „ჩხავერის“ დაყენების ორიგინალური წესი. ამისათვის მან გამოიყენა ისეთი ტექნოლოგია, რომელიც ახლოს იყო შამპანიურის დაყენებასთან[4]. 1955 წელს ახალსოფლის კოლმეურნეობას ესტუმრნენ მეღვინე-მრეწველები საფრანგეთიდან, რომლებმაც აღფრთოვანება ვერ დამალეს ჩხავერის შუშხუნა ღვინის გასინჯვისას და თხოვეს მასპინძლებს, გაეცნოთ მისი დაყენების წესი, დაეთვალირებინათ ის სარდაფები, სადაც ის ინახებოდა.

ხარისხობრივ-რაოდენობრივი მაჩვენებლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აფხაზეთის ვაზის ჯიშებისთვის დამახასიათებელია: ახალგაზრდა ყლორტი — შებუსვის ტიპი უმრავლესობისათვის (79%) ქეჩისებრია, უმცირესობისათვის (21%) — აბლაბუდისებრი; ფოთოლი — დიდი ზომის, მომრგვალო, ჯიშების ნახევარზე მეტის ფოთოლი ძლიერად შებუსული, სუსტად დანაკვეთული, გვერდითი ამონაკვეთები ან სულ არ აქვს, ან შეჭრილი კუთხისებრი; მტევანი — საშუალო ზომის, ძირითადად კონუსური, გვხვდება ცილინდრულ-კონუსური და უფრო იშვიათად ცილინდრული მტევნებიც; მარცვალი — საშუალო ზომის, მომრგვალო და მომრგვალოოვალური, იშვიათად ოვალური, უმეტესად შავი ან ვარდისფერი; ყურძნის სიმწიფის პერიოდი — საგვიანო ან ძლიერ საგვიანო, უმეტესად საღვინე მიმართულების; ვაზის ზრდის დონე — ძლიერი უფრო იშვიათად საშუალო.

აფხაზეთის ვაზის ჯიშები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წითელი

აბაცვიჟი, აბსუაჟი, აკაბილი, აკაბილიჟი, აკომშტალი, აკუბასა, ამოხფიჟი, აპაპნიჟი, აჟბრუყი, აჟემჩიღი, აჟკვაცა, აჟყაფში, აღბიჟი, აღბიჟი (მდედრობითი), აშუღაში, აცხოუჟი, აძნიჟი, აწეიჟი, აწისიჟი, აწლიჟი, აჭანდრის წითელი, ახარდანი, ახუხუჟი, თათლიჟი, კაჭიჭი, ლაკვაჟი, მახვატელი, პეტრიჟი, შავი ამლახუ, წვინდირხვა, ხუპიშიჟი. მოუძიებელი: ათასრაყვა, აკლიკი, აკუშარი, ამგურჩალი, აპუჟერა, აწიმლიჟი;

ვარდისფერი

აჩკიკიჟი, აჟაპში, აჟია, ვარდისფერი ამლახუ, ვარდისფერი ამლახუ (მდედრობითი). მოუძიებელი: აგაშკური, აჟამპი, აჟიგრა;

თეთრი

აბისტაჟი, ავასირხვა, აკასაჟი, აჟკვაკვა, აჟხჰვატა, ხაფშირა, ხუნალიჟი, ხუნალიჟი (მდედრობითი), ხუტუნიჟი. მოუძიებელი: კიამოხტა, ხუპინიჟი;

სხვები

აგუტოლიჟი, ათურქუჟი, აციმლიჟი, აჟხაფში.

აფხაზურ ლიტერატურაში გავრცელებული ვაზის ჯიშებია: Аишәажь/Аиашәашьажь — თეთრი, Абаажьыш — თეთრი, Абнаӡахәа/Аҵсыжь, Абысҭажь — თეთრი, Абаӷьыжь, Абкәырзен/Аԥсуажь — წითელი, Абаидашьыр, Агашкәыр — თეთრი, Аграа рыжь/Агрыжь, Аӷыжь, Аӷбажь, Аӷкьыш — аӡын иҟалоит, Агәҭалыжь, Агәынҷырхаз, Аӷжьыш — თეთრი, Ажьӷара/Ажьӷра, Ажьаԥшь, Ажьаӡры, Ажьышҳәаҭа — თეთრი, Ажьымҿыӷ, Ажьырҟаца, Ажьырқәаҵәа, Ажьчара, Ажьцгоу, Ажьшкәакәа — თეთრი, Азардагтадт — თეთრი, Ажьцоу, Азбыжь, Аӡныжь — წითელი, Аӡарқәашьар, Аешәажь, Аимхәыжь, Акабулажь/Акабил/Акабиижь/Акабыулжь — წითელი, Акамшәҭал — თეთრი, Акаҷыҷ, Акакнат/Акаптан, Акасажь, Аинык, Акасыжь, Аклыжь — თეთრი, Ақәшьар, Ақәшьарыжь, Аҟәбаса, Аҟәшар, Лакәараа рыжь, Лакәымаа рыжь, Алымшәӡахәа, Амышәкьаҿжьы, Амлахә — ვარდისფერი, Амгәырҷыл, Амкәанҷыр, Амшәыжь, Амыҟәԥыжь, Амышәхәанқкыр, Нарҭаа рыжь, Анабрада, Апапыжь/Папыижь, Петражь, Паштыжь, Апенжь, Аԥилаҟ/Аԥилаҟә, Аԥсуажьыш, Аԥсуажь — თეთრი, Аԥҩажәа, Аԥхасыжь, Аргьатыл, Арулелжьы, Татлыжь, Аҭаражь — ვარდისფერი, Аҭасраҟәажь, Аҭлыжь — თეთრი, Аҭԥыжь, Аҭырқәажь — თეთრი, Аҭәыражь — თეთრი, Ауасырхәа — თეთრი, Аурысжь, Ауасрыжь, Аҳәыҳәжь, Хәыналыжь, Хәтынижь — თეთრი, Хәпынижь — წითელი, Ҳагбыжь — თეთრი, Аҳаԥшьыражь — თეთრი, Аҳардан, Ацхажь, Ацхәажь/Ацхәарыжь, Ацәымлыжь/Ачымлыжь, Цына лыжь, Ацежь, Ацелжь, Ацажь, Аҵысыжь/Аҵсжь, Аццыжь, Ацәырԥарыжь, Аҵеижь, Аҵысӡахәа/Аҵысжьы, Аҷлар, Аџьаҟсар, Аҽкыка, Аҽыз, Ашәыгажь/Аҭәыжь — წითელი, Ауасасжь, Ашзыжь, Ажьеиқәа[5].

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018
  • მიქაუტაძე რ. „ალექსანდრე იობიძე — კოლხური ვაზის აღორძინების ინიციატორი საქართელოში“, „ქუთაისის საჯარო ბიბლიოთეკის წელიწდეული“, ქუთაისი, 2018, გვ. 106-112
  • Авидзба В.Б. Абхазские аборигенные сорта винограда. – Сухум, 2013. – 77 с.
  • Бгажба М.Т. Растительные ресурсы Абхазии и их использование. - Сухум, 1947. - 123 с.
  • Варданян Г.Г. Изыскание наиболее эффективных физиологически активных соединений, влияющих на укоренение черенков трудно- и легко укореняющихся сортов и элитных форм винограда в условиях закрытой гидропоники / Г.Г. Варданян, К.С. Погосян, Г.Г. Мелян // Виноградарство и виноделие 21-го столетия. Материалы международного симпозиума. - Одесса, 2005.
  • Инал-ипа Ш.Д. Об абхазских нартских сказаниях / Ш.Д. Инал-ипа // Труды АбНИИ, XXIII, 1949. – С. 23–25.
  • Кварацхелия Ф.К. К изучению абхазских сортов винограда / Ф.К. Кварацхелия. – Сухум, 1934. – 46 с.
  • Табидзе Д.И. Агбиж, Адзниж, Ажапш, Акабыл, Акабилиж, Амлаху, Апанныж, Атуркуж, Ахардан, Ачкикиж, Ашугаж / Д.И. Табидзе // Ампелография СССР. Малораспространенные сорта. – Москва, 1963.
  • Церцвадзе Н.В. Ажижкваква, Ацлиж / Н.В. Церцвадзе // Ампелография СССР. Малораспространенные сорта. – Москва, 1963.
  • Чамагуа Е.И. Виноград Абхазии. – Сухум, 1968.
  • Энциклопедия виноградарства. – Кишинев: МСЭ, 1986-1987. – Т. 1-3.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ხუბუა ი., „ვენახის მესაიდუმლე“ : გაზ. „საბჭოთა აფხაზეთი“, 1960, №119.
  2. გვასალია მ., ახალ ბომბორში (ნარკვევი): გაზ. „საბჭოთა აფხაზეთი“, 1960
  3. გაზ. „საბჭოთა აფხაზეთი“, 9 ოქტომბერი, 1960
  4. Семеновский П. „Экономика колхоза им. Орджоникидзе“, библиолтека колхозника Абхазии. вып. 28-29, Сухуми, 1958.
  5. жур. «Абаза», №2 (19), 01 декабря, 2015