ბეწოურა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ბეწოურა — ქართული აბორიგენული წითელყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში იმერეთიდან.

ბოტანიკური აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზრდასრული ფოთოლი საშუალო ზომისაა, მომრგვალო, ხუთნაკვთიანი. ფოთლის ქვედა მხარე ხშირ ქეჩისებრადაა შებუსული. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი საშუალო ზომის აქვს, თხელი, ცილინდრული ფორმის. მარცვალი საშუალო ზომისაა, მომრგვალო, ღია-ვარდისფერი, მოყვითალო ელფერით. კანი სქელი და საკმაოდ მკვრივია, ცვილისებრი ნაფიფქით ოდნავ დაფარული. რბილობი წვნიანია.

ბეწოურა საშუალო ზრდისა და საშუალომოსავლიანია. სავეგეტაციო პერიოდის ხანგრძლივობა კვირტის გაშლიდან სრულ სიმწიფემდე 157 დღეა. სრულ სიმწიფეში ოქტომბრის დასაწყისში შედის. მტევნის საშუალო წონა 150 გრამია. საჰექტარო მოსავლიანობა 6.5 ტონაა. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 18-20%, ხოლო მჟავიანობა — 6-7 გ/ლ-ს.

მიიღება სუფრის მშრალი ღვინო.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 74