კუტალა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

კუტალაქართული აბორიგენული წითელყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში სამეგრელოდან.

ვაზის სახელწოდება „მოკლეს“ ნიშნავს.

ბოტანიკური აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზრდასრული ფოთოლი საშუალო ზომისაა, მომრგვალო, სამნაკვთიანი. ფოთლის ქვედა მხარე ქეჩისებრად სქლადაა შებუსული. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი საშუალო ზომის და ცილინდრულ-კონუსური ფორმისაა, საშუალო სიკუმსის. მარცვალი საშუალო ზომისაა, მომრგვალო, შავი ფერის. კანი სქელი და მვვრივი აქვს, ცვილისებრი ფიფქით სქლად დაფარული. რბილობი ხორციანი და წვნიანია, წვენი უფერულია, გემო — სასიამოვნო.

კუტალა საშუალო და საშუალოზე ძლიერი ზრდისაა. სავეგეტაციო პერიოდი კვირტის გაშლიდან სრულ სიმწიფემდე 195-198 დღეა, ხოლო სრულ სიმწიფეში ოქტომბრის შუა რიცხვებში შედის. მტევნის საშუალო წონა 170 გრამია, საჰექტარო მოსავლიანობა კი 7.0-7.5 ტონა. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 21.3%-ს, ხოლო მჟავიანობა — 8.7 გ/ლ-ს. გამოიყენება ალკოპოლის ნორმალური შემცველობის ჰარმონიული და ხარისხიანი სუფრის წითელი ღვინის დასამზადებლად.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 208-209