ტკბილი ყურძენი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ტკბილი ყურძენი — ქართული აბორიგენული წითელყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში კახეთიდან.

ბოტანიკური აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზრდასრული ფოთოლი საშუალო ზომისაა, მომრგვალო, სამ-ხუთნაკვთიანი. ფოთლის ქვედა მხარე დაფარულია საშუალო სისქის აბლაბუდისებრ-ჯაგრისებრი შებუსვით. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი ააშუალო ზომისაა, კონუსური ან ცილინდრულ-კონუსური ფორმის, ფრთიანი, იშვიათად უმხრო, საშუალო სიკუმსის ან მეჩხერი. მარცვალი წვრილი ან საშუალო ზომისაა, მომრგვალო, ზოგჯერ შებრტყელებული, მომწვანო-მოყვითალო, მზის მხარეზე ყავისფერი ლაქებით. რბილობი წვნიანია.

ტკბილი ყურძენი საშუალო ზრდისა და საშუალომოსავლიანია. სრულ სიმწიფეში სექტემბრის მეორე ნახევარში შედის. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 19%-ს, ხოლო მჟავიანობა — 7.0 გ/ლ-ს.

გამოიყენება საკუპაჟე ღვინომასალად.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 359