მუხიშხა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მუხიშხაქართული აბორიგენული წითელყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში სამეგრელოდან.

ბოტანიკური აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზრდასრული ფოთოლი დიდი ზომისაა, მომრგვალო, სამი, იშვიათად ხუთნაკვთიანი. ფოთლის ქვედა მხარის შებუსვა ხშირქეჩისებრია. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი საშუალო ზომისაა, კონუსური ფორმის, ზოგჯერ ფრთიანი, კუმსი ან საშუალო სიკუმსის. მარცვალი საშუალო ზომისაა, მომრგვალო, მუქი ლურჯი, კანი თხელი და მკვრივი აქვს, ცვილისებრი ფიფქით საკმაოდ დაფარული. რბილობი წვნიანი, წვენი — შეუფერავი. გემო — სასიამოვნო ტკბილი.

მუხიშხა საშუალო ზრდისაა. სავეგეტაციო პერიოდი კვირტის გაშლიდან სრულ სიმწიფემდე 180 დღეა. სრულ სიმწიფეში ოქტომბრის მეორე ნახევარში შედის. მტევნის წონა საშუალოდ 145 გრამია, საჰექტარო მოსავლიანობა კი 7.0-7.5 ტონა. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 18-19%-ს, ხოლო მჟავიანობა — 8-9 გ/ლ-ს.

გამოიყენება სუფრის წითელი მშრალი ღვინის დასამზადებლად.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 256