ფერუანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ფერუანივაზის ქართული წითელყურძნიანი საღვინე ჯიში. წარმოშობილია რაჭა-ლეჩხუმში. იყენებენ ხალისიანი, კარგი ხარისხის სუფრის წითელი მშრალი ღვინის მისაღებად.[1]

ფერუანი სუსტი ზრდისა და მცირე მოსავლიანი ვაზია. ზრდასრული ფოთოლი საშუალო ზომის, მომრგვალო ან თითქმის ოვალური და სამნაკვთიანია. ფოთლის ქვედა მხარე თითქმის შეუბუსავია. მხოლოდ აქა-იქ შეიმჩნევა თხელი შებუსვა. მტევანი მცირე ან საშუალო ზომისა, ცილინდრულ-კონუსური ფორმის, ფრთიანი, საშუალო სიკუმსის ან კუმსია. მარცვალი საშუალო ზომის, მომრგვალო, სიმწიფეში მუქი წითელი ან შავია. აქვს თხელი და მკვრივი კანი. რბილობი წვნიანია, წვენი — შეუფერავი, სასიამოვნო გემოსი. სავეგეტაციო პერიოდი 153 დღეს გრძელდება. მტევანი საშუალოდ იწონის 65–100 გრამს. სრულ სიმწიფეში ყურძნის წვენის შაქრიანობა 20–24%-ს აღწევს, მჟავიანობა — 5–8 /-ს.[1]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 გაზ. „ჩვენი სოფელი“, №7 (57), 7 ოქტომბერი 2020, გვ. 9.