ბურძღალა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ბურძღალაქართული აბორიგენული წითელყურძნიანი სასუფრე-საღვინე ვაზის ჯიში აჭარიდან.

ბოტანიკური აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზრდასრული ფოთოლი საშუალო ზომისაა, მომრგვალო, სამ-ხუთნაკვთიანი. ფოთლის ქვედა მხარე სქელ აბლაბუდისებრადაა შებუსული. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი საშუალო ზომისაა, ცილინდრულ-კონუსური ფორმის, საშუალო სიკუმსის, იშვიათად თხელი. მარცვალი — საშუალო ზომისა, მომრგვალო ან ოდნავ ოვალური, მუქი წითელი. რბილობი წვნიანი აქვს.

ბურძღალა საშუალო ზრდისა და უხვმოსავლიანია. სრულ სიმწიფეში ოქტომბრის მეორე ნახევარში შედის. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 19.8%-ს, ხოლო მჟავიანობა — 8.9 გ/ლ-ს.

მიიღება დაბალი ხარისხის სუფრის ღვინო. გამოიყენება სასუფრე ყურძნად.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 84