საფერავი მსხვილმარცვალა
იერსახე
საფერავი მსხვილმარცვალა — ქართული აბორიგენული წითელყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში კახეთიდან.
საფერავის ერთ-ერთი ვარიაციაა.
გამოვლენილია 1932 წელს სელექციონერ ვასილ ლოლაძის მიერ.
ჩვეულებრივი საფერავისგან მტევნის აგებულებით და მარცვლის სიმსხოთი განსხვავდება. ყვავილი ორსქესიანი აქვს. სამეურნეო ნიშან-თვისებებით ჩვეულებრივ საფერავს ჩამორჩება. ერთ ძირზე მისი მოსავლიანობა მხოლოდ 1 კილოგრამია. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 23%-ს, ხოლო მჟავიანობა — 8.2 გ/ლ-ს.
საფერავი მსხვილმარცვალასგან კარგი ხარისხის წითელი ღვინო მიიღება.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 343