მახვატელი
მახვატელი — ქართული აბორიგენული წითელყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში აფხაზეთიდან.
ბოტანიკური აღწერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ზრდასრული ფოთოლი დიდი ზომისაა, მომრგვალო, ზოგჯერ გულისმაგვარი ფორმის, სამ-ხუთნაკვთიანი, ზოგჯერ მთლიანი. ფოთლის ქვედა მხარე ხშირ აბლაბუდისებრ-ჯაგრისებრადაა შებუსული. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი მცირე ზომისაა, ფართოდ კონუსური, თითქმის ბურთისმაგვარი, იშვიათად ცილინდრულ-კონუსური ფორმის, საშუალო სიკუმსის. მარცვალი საშუალო ზომისაა, მომრგვალო, ძლიერი ზეწოლლისაგან დეფორმირებული, შავი ფერის, სქელ და მკვრივკანიანია, სქელი ცვილისებრი ფიფქით დაფარული, რაც მარცვალს მოლურჯო-მოიისფრო ელფერს აძლევს. რბილობი ხორციანი და წვნიანია, წვენი — შეუფერავი.
მახვატელი საშუალო ზრდა-განვითარებისაა. სავეგეტაციო პერიოდი კვირტის გაშლიდან სრულ სიმწიფემდე 170-185 დღეს შორის მერყეობს. სრულ სიმწიფეში ოქტომბრის ბოლოს შედის. მტევნის წონა 60-80 გრამია, საჰექტარო მოსავლიანობა კი 5.0 ტონა. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 17-20%-ს, ხოლო მჟავიანობა — 10-11 გ/ლ-ს.
გამოიყენება სუფრის წითელი მშრალი ღვინის დასამზადებლად. ღვინო მუქი ვარდისფერია, არასაკმარისად სრული და სპეციფიკური გემოსი.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 230