სამჩხავერა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

სამჩხავერაქართული აბორიგენული წითელყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში გურიიდან.

ბოტანიკური აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზრდასრული ფოთოლი საშუალო ზომისაა, მომრგვალო, სამნაკვთიანი. ფოთლის ქვედა მხარე ხშირ ჯაგრისებურადაა დაფარული. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი საშუალო ზომისაა, ცილინდრულ-კონუსური ფორმის, ზოგჯერ ფრთიანი, თხელია, იშვიათად საშუალო სიკუმსის. მარცვალი მცირე ზომისაა, მომრგვალო, მუქი-ვარდისფერი. კანი თხელი და საკმაოდ მკვრივი აქვს, ცვილისებრი ფიფქით სქლად დაფარული, რბილობი — წვნიანი, გემო — ტკბილი და სასიამოვნო.

სამჩხავერა საშუალო ზრდისაა. სავეგეტაციო პერიოდი კვირტის გაშლიდან სრულ სიმწიფემდე 203 დღეა. სრულ სიმწიფეში ოქტომბრის ბოლოს, ნოემბრის პირველ რიცხვებში შედის. მტევნის წონა 80 გრამია. საჰექტარო მოსავლიანობა დაახლოებით 4.0-4.5 ტონაა. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 18.5%-ს, ხოლო მჟავიანობა — 8.7 გ/ლ-ს.

გამოიყენება წითელი ცქრიალა ღვინომასალის დასამზადებლად.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 332