ავრეხი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ავრეხი, მწვანე ავრეხი — უნაყოფო ვაზი, ქართლიდან.

გორული მწვანეს ერთ-ერთი ვარიაციაა.

ბოტანიკური აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ავრეხი წარმოშობილია ბუნებრივი მოთესვის გზით და მეტწილად ხეობებში, ტყეებსა და ძველ ნასახლარებზე გვხვდება. გამოვლენილია მებაღეობის, მევენახეობისა და სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მიერ. მორფოლოგიური ნიშნებით იგი ძალიან მცირედ განსხვავდება ჩვეილებრივი გორული მწვანესაგან. ავრეხი უპირატესად მამრობითი ეგზემპლარი. მისი ფოთლები შედარებით უფრო ღრმადაა დანაკვთული, ხოლო მტევანი ძალიან თხელია, ხშირად მასზე 10-20 ცალი დიდი ზომის და რამდენიმე წვრილი (პართენოკარპიული) მარცვალია. ამ ვარიაციის ყვავილები გაცილებით უფრო მცირე ზომის და ხშირად დეფორმირებულია, რაც იწვევს გადაჭარბებულ ყვავილთცვენას. ეს ვარიაცია ძლიერი ზრდის, მაგრამ ძალიან მცირემოსავლიანია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]