შინაარსზე გადასვლა

აჟკვაცა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

აჟკვაცა აფხ. Ажьиқәаҵәа[1] [აჟჾიქჿაწჿა] — „შავი ყურძენი“ — ქართული აბორიგენული წითელყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში აფხაზეთიდან.

ზრდასრული ფოთოლი დიდი ზომისაა, ოდნავ წაგრძელებული ან კვერცხისებური ფორმის, სამნაკვთიანი. ფოთლის ქვედა მხარეს აქვს სქელი ქეჩისებრი შებუსვა. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი საშუალო ზომისაა, ცილინდრული ფორმის და თხელი. მარცვალი საშუალო ზომისაა, მომრგვალო, შავი ფერის. თხელკანიანია, ცვილისებრი ფიფქით ოდნავ დაფარული. რბილობი წვნიანი და მდნარია.

აჟკვაცა საშუალო ზრდისა და საშუალომოსავლიანია. სრულ სიმწიფეში ოქტომბრის ბოლოს შედის.

მიიღება სუფრის წითელი ღვინო.

  • უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 41
  1. жур. «Абаза», №2 (19), 01 декабря, 2015