თქლაფა იმერული

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

თქლაფა იმერული — ქართული აბორიგენული თეთრყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში იმერეთიდან.

ბოტანიკური აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზრდასრული ფოთოლი საშუალო ზომისაა, მომრგვალო, იშვიათად თითქმის ოვალური, სამნაკვთიანი ან თითქმის მთლიანი. ფოთლის ქვედა მხარე აბლაბუდისებრად საშუალოდაა შებუსული. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი საშუალო ზომისაა, ცილინდრული, იშვიათად ცილინდრულ-კონუ-აური ფორმის, ფრთიანი, საშუალო სიკუმსის, ზოგჯერ კუმსი. მარცვალი საშუალო ზომისაა, მომრგვალო, მომწვანო-მოყვითალო ფერის. კანი უხეში და მვვრივი აქვს, ცვილისებრი ფიფქით სქლად დაფარული. რბილობი წვნიანია.

იმერული თქლაფას სავეგეტაციო პერიოდი კვირტის გაშლიდან სრულ სიმწიფემდე 175 დღეა. სრულ სიმწიფეში ოქტომბრის პირველ ნახევარში შედის. ერთი ძირიდან დაახლოებით 1.5-1.8 კილოგრამი ყურძნის მოკრეფა შეიძლება. მტევნის წონა 125-150 გრამს შორის მერყეობს. საჰექტარო მოსავლიანობა კი 6.0-8.0 ტონაა. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 18%-ს, ხოლო მჟავიანობა — 7 გ/ლ-ს.

თქლაფა იმერული გამოიყენება სუფრის თეთრი მშრალი ღვინის დასამზადებლად. ღვინო ნაკლებად საინტერესოა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 163