ბუდეშური წითელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ბუდეშური წითელი, წითელი ბუდეშური, შავი ბუდეშური, თამარეული ქართული აბორიგენული ვარდისფერყურძნიანი სასუფრე ვაზის ჯიში კახეთიდან.

განსხვავდება ბუდეშური თეთრისგან. ეს ჯიში ოდითგანვე დიდი პოპულარობით სარგებლობდა, როგორც სასუფრე დანიშნულების ყურძენი.

ბოტანიკური აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზრდასრული ფოთოლი საშუალოზე დიდი ზომისაა, მომრგვალო ან ოდნავ ოვალური ფორმის სამ-ხუთნაკვეთიანი, ზოგჯერ დაუნაკვთავი. ფოთლის ქვედა მხარე უმნიშვნელოდაა აბლაბუდ ისებრ-ჯაგრისებრად შებუსული. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი საშუალო ზომისაა, კონუსური ფორმის და დატოტვილი. ხშირად მტევნები მხრიანებია, მხრების სიგრძე ძირითადი მტევნის მესამედს, ზოგჯერ კი ნახევარს აღწევს, საშუალო სიკუმსისაა. მტევანში წვრილი მარცვლებ ის რაოდენობა უმნიშვნელოა. მარცვალი საშუალო ან საშუალოზე დიდია, ოვალური, ზოგჯერ მოგრძო. მუქი ვარდისფერი, გადამწიფებისას თითქმის შავი. თხელკანიანია, ცვილისებრი ფიფქიი საკმაოდ დაფარული. რბილობი მკვრივია, ამასთანავე მდნარი, წვენი უფერული აქვს. გემო სასი ამოვნო, ჰარმონიული, გამოხატული ჯიშური არომატით.

ბუდეშური საშუალო და საშუალოზე ძლიერი ზრდისაა. სავეგეტაციო პერიოდის ხანგრძლივობა კვირტის გაშლიდან სრულ სიმწიფემდე 127-159 დღეა. მტევნის წონა 120-250 გრამია. მისი მოსავლიანობა 2.8-3.6 კგ/ძირზე, რაც ერთ ჰექტარზე დაახლოებით 6.3-12 ტონას შეადგენს. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 16-18.8%-ს, ხოლო მჟავიანობა — 4-6.8 გ/ლ-ს.

გამოირჩევა ნაზი და ხარისხიანი სასუფრე დანიშნულების ყურძნით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 81