ლაკვაჟი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ლაკვაჟიქართული აბორიგენული წითელყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში აფხაზეთიდან.

ბოტანიკური აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზრდასრული ფოთოლი დიდი ზომისაა, მომრგვალო, ზოგჯერ გულისებრი ფორმის, ხუთნაკვთიანი. ფოთლის ქვედა მხარის შებუსვა თხელი აბლაბუდისებრია. აბლაბუდის ქვეშ მოფენილია ჯაგრისებრი შებუსვა. ყვავილი მდედრობითი სქესისაა. მტევანი პატარა ზომისა, კონუსური ფორმის, კუმსი. მარცვალი არის საშუალო ზომის მომრგვალო ფორმის და მუქი ლურჯი. კანი სქელი და მკვრივი აქვს, ადვილად შორდება რბილობს, ცვილისებრი ფიფქით სქლადაა დაფარული. კანი ხასიათდება მაღალი საერთო მღებავი ნივთიერებების შემცველობით. რბილობი წვნიანი და ლორწოვანია. წვენი სუსტადაა შეფერილი, გემო — სასიამოვნო.

ლაკვაჟი ძლიერი ზრდისაა. სავეგეტაციო პერიოდი კვირტის გაშლიდან სრულ სიმწიფემდე 200-205 დღეა, ხოლო სრულ სიმწიფეში ოქტომბრის ბოლოს შედის. მტევნის საშუალო წონა 60 გრამია, საჰექტარო მოსავლიანობა კი 6.0-7.0 ტონა. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 19-20.4%-ს, მჟავიანობა — 10.7 გ/ლ-ს.

გამოიყენება საკუპაჟედ, სუფრის წიტელი ღვინის დასამზადებლად და პერსპექტიულია საბრენდე სპირტის მისაღებად.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 211