ღრუბელა ქართლის (უბუსუსო)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ღრუბელა ქართლის (უბუსუსო) — ქართული აბორიგენული რუხყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში ქართლიდან.

ბოტანიკური აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზრდასრული ფოთოლი საშუალოზე დიდი ზომისაა, გულის ფორმის, სუსტად დანაკვთული, ხუთნაკვთიანი. ფოთლის ზედაპირიც და ქვედა მხარეც შიშველია. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი საშუალო ან დიდი ზომისაა, კონუსური, ხშირად დატოტვილი და უფორმო. საშუალო სიკუმსის, იშვიათად კუმსია. მარცვალი საშუალო ზომისაა, მომრგვალო ან ოვალური. შეფერილია რუხ-მოწითალოდ. თხელკანიანია, ცვილისებრი ფიფქით უხვად დაფარული. რბილობი ხორციანი და წვნიანია, წვენი — შეუფერავი.

ღრუბელა უბუსუსო საშუალო ზრდისა და უხვმოსავლიანია. სავეგეტაციო პერიოდი კვირტის გაშლიდან სრულ სიმწიფემდე 160 დღეა. სრულ სიმწიფეში სექტემბრის ბოლოს შედის. მტევნის წონა საშუალოდ 270 გრამია, საჰექტარო მოსავლიანობა კი 13.8 ტონა. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 18.5-19.0%-ს, ხოლო მჟავიანობა — 5.5-6.5 გ/ლ-ს.

ამპელოგრაფიული ნიშნებით სასუფრე ყურძენს უფრო პგავს, ვიდრე საღვინეს. მეტად წვნიანია, დაბალი ხარისხის და ვერ იტანს ტრანსპორტირებას, რის გამოც ამ მიმართულებით არაპერსპექტიულია. მისი გამოყენება შეიძლება ყურძნის წვენის დასამზადებლად.

გამოიყენება საბრენდე სპირტის მისაღებად.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 400